დაბა მანგლისთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 46-ე კილომეტრზე, დაბა მანგლისთან ავარია მსხვერპლით დასრულდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, წალკიდან კოდის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. გარდაიცვალა ორი მგზავრი, ხოლო 17 პირი დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი აშშ-ის მოქალაქეა. დაშავებულები მარნეულისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.
სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა.
კომენტარი