25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
შეხვედრები და მოლაპარაკებები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. მეტი ყურადღება გმართებთ გადასახდებისა და დაზღვევისადმი. ნუ აიღებთ ვალს.
კურო
მოერიდეთ დაპირისპირებას უფროსთან, ურთიერთობების გართულებას პარტნიორებთან. მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით საღამოს.
ტყუპი
დილა მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. შეიძლება ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებამ მოგიწიოთ საკუთარ თავზე. მეტად გამოავლინეთ დისციპლინა.
კირჩხიბი
დღეს პირადი და სამსახურებრივი საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. თავდაჯერებულად იმოქმედეთ, უსიამოვნებებს სწრაფად გაუმკლავდებით.
ლომი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. იყავით მიზანსწრაფული და დაკვირვებული მუშაობისას. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან.
ქალწული
მოთმინებით აღიჭურვეთ და დაწყებული საქმეების მოგვარებას შეუდექით. შეიძლება ფინანსური ან კოლეგების მხარდაჭერა დაგჭირდეთ. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს.
სასწორი
დილა დასვენებას, ძალების აღდგენას დაუთმეთ. საღამოს ენერგიულობა მოიმატებს და დაგროვილ საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხებისა და პირადი ცხოვრების მოგვარებას.
მორიელი
დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნება პარტნიორებთან. მშვიდად მოისმინეთ გარშემო მყოფების პრეტენზიები. მოთმინება და შრომისუნარიანობა დაგროვილი საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
დილიდან აღიჭურვეთ ოპტიმიზმით. იყავით დისციპლინირებული და დაკვირვებული მუშაობისას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან, კოლეგებთან.
თხის რქა
დილა რუტინული ვალდებულებების მოგვარებას დაუთმეთ. საღამოს მოიმატებს ენერგიულობა და რთულ საქმეებსაც მარტივად გაუმკლავდებით. ეცადეთ საზღვრები დაუწესოთ საკუთარ თავს ბიზნესში, სიყვარულში, ფინანსურ მოთხოვნებში.
მერწყული
მშვიდად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით დაგროვილ საქმეებს. მოიმატებს ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა. ნუ გაართულებთ ურთიერთობას უფროსთან, ოჯახის წევრებთან.
თევზები
დაკვირვება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. დღეს ვერავინ მოგატყუებთ, რადგან ადვილად ამოიცნობთ გარშემო მყოფების სურვილებს, მიზნებს.
კომენტარი