სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს–მ 26 მაისის ღამეს მომხდარი ინციდენტის შესახებ ვიდეო–მასალა გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 26 მაისს ღამით მომხდარი ინციდენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სრული ვიდეომასალა, მხოლოდ გამოძიებისა და სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა. ამ მასალაში ზედმიწევნით დეტალურად არის ასახული, თუ როგორ დატოვა რუსთაველის გამზირი ბიწაძე–ბურჯანაძის ესკორტმა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკითხვების შედეგად მიიღო სრული ინფორმაცია, თუ როგორ იყვნენ გადანაწილებული მანქანები და პიროვნებები აღნიშნულ ესკორტში.

ავტომობილი #1 – „DODGE RAM“ სახელმწიფო ნომრით WPW506, რომელიც პავლე ზუმბაძეზეა რეგისტრირებული. ამ მანქანას მართავდა ამირან მერებიშვილი, რომელსაც 2011 წლის 28 ივლისს, სასამართლომ სასჯელის სახით შეუფარდა 4 წლით თავსუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი. აღნიშნულ მანქანაში ასევე იმყოფებოდნენ: ზურაბ გოჩელაშვილი (ანზორ ბიწაძის დაცვის წევრი), ანზორ ბიწაძე, დიმიტრი ყიფიანი (ანზორ ბიწაძის დაცვის წევრი). ავტომანქანის მიერ, პოლიციის კორდონის გარღვევის შედეგად, ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს და დაზარალებულად იქნენ ცნობილნი, პოლიციის თანამშრომლები: ზაალ მაისურაძე, გიორგი კინწურაშვილი, ზვიად ხმალაძე.

ავტომობილი #2 – „TOYOTA PRADO“, სახელმწიფო ნომრით CBG777. რეგისტრირებულია ბადრი ბიწაძეზე. ავტომობილს მართავდა შაქრია ზურაშვილი, რომელსაც 2011 წლის 17 აგვისტოს სასამართლომ სასჯელის სახით შეუფარდა 12 წელი თავისუფლების აღკვეთა. მანქანაში ასევე იმყოფებოდნენ: ზურაბ ქიტიაშვილი (ბადრი ბიწაძის დაცვის წევრი), ლაშა ჭეიშვილი (ნინო ბურჯანაძის დაცვის წევრი), ნინო ბურჯანაძე, ელისო ხაჭაპურიძე (პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული პარტია მოძრაობა ერთიანი საქართველო“–ს წევრი) და კიდევ პარტიის ორი წევრი. აღსანიშნავია, რომ ყველაზე კარგად დაცული სწორედ ეს ავტომანქანა გახლდათ, რადგან მასზე გარედან ჩამოკიდებულნი იყვნენ და იცავდნენ ნინო ბურჯანაძის დაცვის უფროსი დავით შაყულაშვილი და დაცვის წევრები ბორის იურინი და ალექსანდრე გურასპაშვილი, ასევე ანზორ ბიწაძის დაცვის წევრი მამუკა მარღიშვილი.

ავტომობილი #3 – „TOYOTA LANDCRUISER“ სახელმწიფო ნომრით VSV888, რომელიც რეგისტრირებულია ალექსანდრე გურასპაშვილის სახელზე. ამ მანქანას მართავდა კობა კობაური. კობაურს სასამართლომ სასჯელის სახით შეუფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი. მანქანაში ასევე იმყოფებოდა გიორგი ფირცხალაიშვილი (ნინო ბურჯანაძის დაცვის წევრი). აღნიშნული ავტომანქანის მიერ პოლიციის კორდონის გარღვევის შედეგად, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და დაზარალებულად იქნა ცნობილი, პოლიციის თანამშრომელი შალვა თავთუხაშვილი.

ავტომობილი #4 – „TOYOTA RUNNER“ სახელმწიფო ნომრით MIS672. რეგისტრირებულია თემურ ბიწაძეზე. მას მართავდა ნიკოლოზ ზაუტაშვილი, რომელსაც სასამართლომ სასჯელის სახით შეუფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი. მასში ისხდნენ ბადრი ბიწაძის დაცვის წევრები რევაზ ჩოჩიშვილი, რევაზ სიდამონიძე, ქართლოს ჩოჩიშვილი, არჩილ ცხოვრებაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ერთი მოქალაქე, რომელიც აღნიშნულ ესკორტს ემსხვერპლა, სწორედ ამ მანქანის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა. სხეულის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა.

ავტომობილი #5 ­– „TOYOTA LANDCRUISER“ სახელმწიფო ნომრით QSQ 808, ეკუთვნის ივანე ჩიღვინაძეს, ის თავადვე მართავდა ამ ავტომობილს. სასამართლომ მას სასჯელის სახით შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 4 წლით პირობითი მსჯავრი. მის ავტომობილში ისხდნენ პარტიის წევრები და დაცვის წევრები. ასევე აქციის მონაწილეები რევაზ ხოფერია და არჩილ დუმბაძე.

აღსანიშნავია, რომ ამ მანქანაში მჯდომი ყველა პიროვნება გასამართლდა.

რევაზ მეტრეველს შეეფარდა ერთი 1 თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი მსჯავრი. კობა გოცირიძეს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ემზარ ქვარიანს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი მსჯავრი.

აღნიშნული ავტომაქანის მიერ პოლიციის კორდონის გარღვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო და დაზარალებულად იქნა ცნობილი, პოლიციის თანამშრომელი გიორგი დათიაშვილი.

ავტომობილი #6 – „MERSEDES BENC ML“ სახელმწიფო ნომრით SOF 204. რეგისტრირებულია ილია ზივზივაძეზე, საჭეს თავადვე მართავდა. სასამართლომ მას სასჯელის სახით შეუფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი. აღნიშნული ავტომობილი შეეჯახა პოლიციის თანამშრომელ ვალერი ხუნჯუკაშვილს.

ავტომობილი #7 – „TOYOTA LANDCRUISER“ სახელმწიფო ნომრით CHG 001, რეგისტრირებულია კობა კობაურზე. მას მართავდა ალექსანდრე ბიბილური. ბიბილურს შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი. ამავე ავტომობილში ისხდნენ მერა სოხაძე (ნინო ბურჯანაძის დაცვის წევრი), ქეთევან შარაბიძე (პარტიის წევრი), აღნიშნული ავტომობილის მიერ პოლიციის კორდონის გარღვევის დროს, მანქანის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა პოლიციის თანამშრომელი ლევან მასურაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100