პოლიციელმა მაღაზიასთან მჯდომი მოხუცი უსახლკარო დაინახა... მან არ იცოდა, რომ უღებდნენ
სოციალური ქსელით ძალიან თბილი და კეთილი ამბავი ვრცელდება ერთ პოლიციელზე, რომელიც ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად მჯდომ მამაკაცს დაეხმარა.
ნიუ-იორკელმა პოლიციელმა ლარი დეპრიმომ ფეხსაცმელების მაღაზიასთან მჯდომი მოხუცი უსახლკარო დაინახა. პოლიციელი მას დაელაპარაკა, ფეხის ზომა გაიგო და ახალი ზამთრის ფეხსაცმელი და წინდები უყიდა, თან ჩაცმაშიც კი დაეხმარა. პოლიციელმა არ იცოდა, რომ მას უღებდნენ. თვითმხილველმა ეს ფოტო პოლიციის დეპარტამენტს გაუგზავნა, რომლებმაც თავის ფეისბუქის გვერდზე ატვირთეს.
კომენტარი