სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ელენე ხოშტარიამ 165-ე საჯარო სკოლის შენობაში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

"ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი უკვე მოიხადა. ელენე ხოშტარია ფალიაშვილზე, 165-ე საჯარო სკოლის შენობაში არსებულ უბანზე იმყოფებოდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

ელენე ხოშტარიამ საკუთარი ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

„მივეცი ხმა იმ რწმენის დაბრუნებას, რომ ჩვენი ქალაქი ჩვენვე შეგვიძლია გავხადოთ მოხერხებული, სამართლიანი, ადამიანებზე ორიენტირებული, იმ ხედვას, რომელიც, მგონია რომ ამას მოიტანს და ძალიან გულანთებული ვარ იმისთვის, რომ ეს მანდატი მივიღო და შევუდგე საქმის კეთებას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100