სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ბავშვს ყოველ დღე ველოდები“ – „კომედი შოუს“ მსახიობი ბიჭის დედა ხდება

„მან სან კან“-ის თამაშებშით დაიწყო, მისი ნიჭის წყალობით კი მალე „კომედი შოუ“-ში მოხვდა. რამდენიმე სახასიათო სახე შექმნა და მაყურებელსაც თავი ადვილად დაამახსოვრა. სიახლეები პირად ცხოვრებაშიც აქვს. ერთი წლის წინ საყვარელ ბიჭზე იქორწინა, დღე-დღეზე კი შვილს აჩენს. ვიხილავთ თუ არა 25 წლის ციაკო ფიფიას „კომედი შოუში“ და როგორ ემზადება ის დედობისთვის, „დრონი.ჯი“ მსახიობს დაუკავშირდა:

ბავშვს ყოველ დღე ველოდები, მეცხრე თვეში ვარ. თუმცა პატარა არაფერს არ ფიქრობს. 18 სექტემბრამდე გვაქვს დრო. მანამდე თუ არ გავაჩენ, საკეისროს გამიკეთებენ. ბიჭს ველოდებით, ალექსანდრეს ვარქმევთ. ორივეს მოგვწონდა სანდრო სახელი და ერთობლივად გადავწყვიტეთ.

7 თვემდე ისე მივედი მუცელი არ მეტყობოდა. ექიმი მეუბნებოდა, რომ ყველაფერი წესრიგში მქონდა. ორსულობა საოცარი გრძნობაა, სიტყვები არ მეყოფა ამის გადმოსაცემად. ძალიან ბედნიერები ვიყავით ყველა, როცა გავიგე რომ ბავშვს ველოდებოდი. მეცხრე თვემდე ვმუშაობდი. ბავშვთა გასართობ ცენტრში ისე დავრბოდი ყველას ეშინოდა. ერთადერთი ტოქსიკოზი მქონდა თავიდან.

ჩემი მეუღლე გოგა ნებიერიძე, ფეხბურთელი და დიჯეია. საფრანგეთში თამაშობდა ადრე, ახლა კი დიჯეია. მეგობრების წრეში გავიცანი, საერთო მეგობარი გვყავდა. დაბადების დღეზე ვნახეთ ერთმანეთი. პირველი შეხვედრიდან დღემდე არ გასულა დღე, როცა ერთმანეთი არ გვინახავს.

ციაკოს „კომედი შოუზეც“ ვესაუბრეთ. ბოლო თვეებში გადაცემაში ვეღარ ვხედავდით. როგორც მსახიობმა გვითხრა, ჯერჯერობით თავადაც არ იცის იქნება თუ არა ახალ სეზონზე.

ჯერჯერობით ბავშვთან ვიქნები. მე მინდა რომ მალე გავიდე სამსახურში, თუმცა ზუსტად არ ვიცი ისევ ვითანამშრომლებთ თუ არა. მე კი ძალიან მინდა ისევ ვიმუშაო, ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური, ვმეგობრობ ყველასთან.

როგორც ვიცი, ახალი სახეები არ ეყოლებათ. თუმცა ძალიან ბევრი და სახალისო სიახლეები იქნება. ვფიქრობ, მაყურებელს ძალიან მოეწონება ახალი სეზონი. ძირითადი სახეები დარჩნენ. ზოგიერთი ახალიც ისევ იქნება შოუში. რაც შეეხება წინა სეზონს, სამწუხაროდ, არეულობები იყო და მაისიდან მე იშვიათად ვიყავი ხოლმე გადაღებებზე. საერთო ჯამში კი კარგად ვიმუშავეთ, ყველამ მაქსიმუმი გავაკეთეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100