სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა გვარამია: ვისაც გგონიათ, რომ ნოდარ მელაძე იგინება პირდაპირ ეთერში, მოგიტყანთ პერვერტი და ნაძირალა სიფათები

ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ნოდარ მელაძეს გინება დააბრალეს პირდაპირ ეთერში, ნიკა გვარამია ასეთ კომენტარს აკეთებს:

„ვისაც გგონიათ, რომ ნოდარ მელაძე იგინება პირდაპირ ეთერში (ჯერ მელაძის გინება ვინ თქვა საერთოდ) და თან ხანძრის ჩაქრობაზე წუხს, მოგიტყანთ პერვერტი და ნაძირალა სიფათები. მელაძე და სხვა კურიერელები მეოთხე დღეა ნონსტოპ რეჟიმში მუშაობენ თუ ხანძრის ადგილზე, თუ სტუდიებში და სამონტაჟოებში, რომ რამე გაიგოს ამ უმთავრობო და უპატრონოდ დაქცეულმა ერმა.

ესაა ჩემი კომენტარი“.

კომენტარი გააკეთა აღნიშნულ ვიდეოზე თავად ნოდარ მელაძემაც და ფაქტის დამადასტურებელი ვიდეოც გამოაქვეყნა:

„ეს იმ სააგენტოების და ტროლებისთვის ვინც დილიდან ფბზე ისტერიკა მოაწყო, რუსთავი 2-ის წამყვანებს ხანძარის ჩაქრობა არ უხარიათო. აგერ ბატონო კამერის ჩანაწერი და ნახეთ. თიანეთში, სადაც ტელეფონსაც კი უჭირს მიღება, პირდაპირი ჩართვა ხორციელდება მობილური ინტერნეტით იგივე LIVE-U. რვა მიმღებიდან ნახევრის კავშირის ნათურა ინთება და ქრება, როდესაც ჩაქრა ოპერატორმა შეიგინა. ვისაც ტელევიზიასთან ჩაუვლია მიხვდება რას ვწერ....“

აღნიშნულს გამოეხმაურა ასევე ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც:

„ჯიგარი ოპერატორი! ჩაქვრა ეს დედამოტყნულიო! კახურად თქვა, მთელი დღე 5 კილოიანი კამერით, რომ მოირბინა აალებული ტყე! მის თვალწინ , რომ იწვოდა ყველაფერი! ჩაქრაო! ხო, დედამოტყნული ცეცხლიო რომ ეთქვა თქვე უჯიშოებო, 9 თვის ბავშვი (რაფალიანცი) ქვევრში დაიხრჩვა და უცნაური ვერაფერი ნახეთ. ამ ამბავში ზეიმს ხედავთ?! . თუ ადა მარშანია არ გჯობდეთ მე ვიყო პუტინი!“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100