კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ, მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი იმართება
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ორგანიზებით, მედიის წარმომადგენლებისთვის კატასტროფების რისკის შემცირების თემაზე, ტრენინგი იმართება. ღონისძიება ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის ოფისის პროგრამა „DIPECHO“-ს დაფინანსებით მოეწყო.
შეხვედრების პარტნიორი ორგანიზაციები არიან “საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ (ASB), ოქსფამი“ (OXFAM), “დანიის წითელი ჯვრის საზოგადოება“ და “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“.
მედიის და სახელმწიფო სტრუქტურების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებისთვის გამართული ტრენინგების მთავარი თემები გახლავთ ქვეყანაში არსებული კატასტროფების მართვის სამდონიანი სისტემის და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, საბჭოს აპარატის, კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა; კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის შესახებ ინფორმირება; ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის (ECHO) ოფისის პროგრამა DIPECHO-ის ოთხი ფაზის საქმიანობა.
ტრენინგი, რომელსაც ბრიტანელი ჟურნალისტი ნეიჯელ ქეი უძღვება, მიზნად ისახავს ჟურნალისტების მომზადებას კრიზისული სიტუაციის დროს. მედიის და ხელისუფლების ეფექტურ თანამშრომლობას, საქართველოში არსებული კატასტროფების მართვის სამდონიანი სისტემისა და კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის გაცნობას.
ბრიტანელი ჟურნალისტი ნაიჯელ ქეი 30 წლის განმავლობაში იყო დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიის (BBC) ჟურნალისტი. 2006 წლიდან კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს, ადგილობრივ წარმომადგენლობებსა და ბიზნეს სექტორს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მედიასთან ურთიერთობების სფეროში.
კომენტარი