სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძველი დრო წავიდა, როცა არარეგისტრირებული წამლები ჩემოდნებით შემოდიოდა

ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოზალიშვილი მედიკამენტების მაღალი ფასებთან დაკავშირებით საუბრობს.

მისი აზრით, იმ მედიკამენტებზე, რომლებიც ევროპიდან ან სხვა ქვეყნებიდან შემოდის და მათი შესყიდვა ევროში და დოლარში ხდება, ფასი მოიმატებს ლარის დევალვაციიდან გამომდინარე და მომავალში საჭირო გახდება ფასების დარეგულირება, რათა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შეესაბამებოდეს მედიკამენტების ფასებს.

„რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებობს წამლის სააგენტო, რომლის მოვალეობაც არის ხარისხის კონტროლი. არსებობს სტანდარტები. თუ მაგალითად საქართველოში არ არის დარეგისტრირებული მედიკამენტი, ის ვერ მოხვდება ბაზარზე. ძველი დრო წავიდა, როცა არარეგისტრირებული წამლები შემოდიოდა ჩემოდნებით. ასე, რომ ქსელში ვერ გაიყიდება მედიკამენტი, რომელსაც რეგისტრაცია არ აქვს მინიჭებული, ხოლო რეგისტრაციის მინიჭება, თავისთავად, უკვე ნიშნავს ხარისხს, ანუ იმას, რომ ეს წამალი შეესაბამება სტანდარტებს.

თუმცა შეიძლება იყოს ცალკეული შემთხვევები, როდესაც არალეგალურად შემოიტანა ვიღაცამ, თუმცა ეს არ იქნება დიდი პარტია, არავითარ შემთხვევაში. საბაჟოს ისე ვერ გამოივლიდა. შეიძლება შემოიტანეს მცირე მოცულობა. თუმცა ის რომ ფართო გავრცელება ქონდეს ასეთ მედიკამენტებს, გამორიცხულია“, - განაცხადა გიორგი გოზალიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100