სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ბრძანებულება დაგმო!

გუშინ, საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთან განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა:

„ის რაც შევარდნაძის დროს მამალაძემაც კი, ვერ გაბედა და ჩემი პრეზიდენტობის დროს, რა თქმა უნდა, საერთოდ წარმოუდგენელი იყო, ერთი ოლიგარქის ახირებამ და მისი ნათესავების მატერიალურმა დაინტერესებამ შეიწირა. თალიბების მიერ კლდეში გამოკვეთილი ბუდების აფეთქების შემდეგ ვერ ვიხსენებ ამ დონის ვანდალიზმს მსოფლიოში“, – წერს სააკაშვილი.

ამ განცხადებით, მან ფაქტობრივად გააკრიტიკა და დაგმო საკუთარი ბრძანება, რომელსაც ხელი 2013 წლის 10 ივლისს მოაწერა. პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებაში ვკითხულობთ:

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „კულტურის ზოგიერთი იძრავი ძეგლისთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ: საქართველოს პრეზიენტის 2006 წლის 7 ნოემბრის N665 ბრძანებულების დანართით განსაზღვრულ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების ჩამონათვალში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ძეგლთა ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს მე-13 პუნქტი“.

სააკაშვილის ბრძანებულებაში საუბარია სწორედ საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტზე.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს უფლება ჰქონდა არ დათანხმებოდა, შეეჩერებინა ან საერთოდ გაეუქმებინა მთავრობის და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტები, თუ თვლიდა რომ ისინი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას, მან ეს უფლება არ გამოიყენა.

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებკანონში (თავი III, მუხლი 7, პუნქტი 4. _ მთავრობის ურთიერთობა საქართველოს პრეზიდენტთან ვკითხულობთ:

„საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტები, თუ ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, კანონებსა და პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის და საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტებისა.“

თუმცა, სააკაშვილს არც ეს უფლება გამოუყენებია და არც რაიმე სხვა ფორმით გაუპროტესტებია მთავრობის მაშინდელი გადაწყვეტილება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100