ღარიბაშვილი გუბერნატორებს შეხვდა
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მხარის რწმუნებულებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და მიმდინარე რეგიონულ პროექტებს. პრემიერ–მინისტრმა გუბერნატორებისგან მოისმინა ინფორმაცია ტურისტული სეზონისა და სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.
შეხვედრას მთავრობის კაბინეტის წევრები და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი აკაკი ჩხენკელი დაესწრნენ.
კომენტარი