სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

33 ერთსქესიანი წყვილის მასობრივი ქორწილი „გრემის“ დაჯილდოებაზე

26 იანვარს "გრემის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა,რომლის დროსაც 30 ერთსქესიანი წყვილი დაქორწინდა.

სიმღერის დროს სცენაზე მომღერალი და მსახიობი Queen Latifah გამოვიდა და საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ვიზეიმოთ სიყვარული და ჰარმონია ყველა ბავშვში, ყველა ფერში. აქ მყოფ ხალხს რომ ვუყურებ, მიხარია, რომ ვხედავ 33 წყვილს, რომლებმაც გადაწყვიტეს, აერჩიათ ეს მომენტი და ეზეიმათ თავიანთი ფიცის დადება აქ, ლოს-ანჯელესში. ჩემთვის დიდი პატივია, ვთხოვო მათ, გაცვალონ ბეჭდები. ახლა კი ყველას გაცხადებთ დაქორწინებულ წყვილებად".

ამ სიტყვების შემდეგ 30 ერთსქესიანი წყვილი სცენაზე ავიდა და ქორწინების მასობრივი რიტუალი ჩატარდა, რომლის დროსაც მადონამ მალმორთან და ლიუსთან ერთად ანტიჰომოფობიური ჰიმნი „Same Love“ შეასრულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100