სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისელების პროტესტი პარლამენტის თბილისში შესაძლო დაბრუნებას

პარლამენტთან ცოტა ხნის წინ აქცია გაიმართა. ქუთაისის მოსახლეობის ნაწილმა პარლამენტის თბილისში შესაძლო გადატანა გააპროტესტა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქალაქის განვითარებისთვის საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დარჩენა აუცილებელია. ისინი მოუწოდებენ პარლამენტის წევრებს, გაითვალისწინონ ადგილობრივების აზრი და გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიიღონ.

აქცია "ფეისბუქის" საშულებით დაიგეგმა.

აქციის მიმდინარეობის დროს პარლამენტიდან კობა დავითაშვილი გამოვიდა, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და პარლამენტარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100