მელორ ვაჩნაძე დააკავეს
უფლებადამცველი მელორ ვაჩნაძე
ლაგოდეხში დააკავეს.
როგორც ვაჩნაძე
აცხადებს, ის
თავად ლაგოდეხის
პოლიციის უფროსმა
გიორგი კლიმიაშვილმა
დააკავა.
საპატრულო
პოლიციამ ავტომობილი, რომელსაც ვაჩნაძე მართავდა ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამო გააჩერა. რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
ამ მომენტისთვის ვაჩნაძე გურჯაანის პროკურატურაში იმყოფება. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე გურჯაანის რაიონული სასამართლო დღესვე იმსჯელებს. მელორ ვაჩნაძე აცხადებს, რომ ის უკანონოდ დააკავეს და შესაძლოა ბრალი დაუმორჩილებლობის
მოტივით წაუყენონ, რაც ადმინისტრაციულ ფულად ჯარიმასთან ერთად 3 თვიან პატიმრობასაც ითვალისწინებს.
კომენტარი