სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 44 წლის კაცი დაჭრეს

ზუგდიდში 44 წლის მამაკაცი დაჭრეს. გია ქობალია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ფეხის არეშია დაჭრილი. დაშავებულს ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

დაზარალებული საავადმყოფოში თავად მივიდა. ექიმების განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა შუა დღით ზუგდიდში, სამაიას პარკში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100