სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზუგდიდში დაიღუპა 6 წლის ბავშვი, რომელსაც მანქანით შემთხვევით დედა დაეჯახა

ზუგდიდში დაიღუპა 6 წლის ბავშვი, რომელსაც მანქანით შემთხვევით დედა დაეჯახა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ბავშვს შემთხვევით დედა მანქანით იმ დროს დაეჯახა, როცა ავტომობილი ეზოში შეჰყავდა.

იგი ჯერ ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის დღეს გამთენიისას დაიღუპა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100