სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად 14 წლის მოზარდი დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, მაღალი ძაბვის ბოძზე დენის დარტყმის შედეგად, 14 წლის მოზარდი დაიღუპა.

სოფელში მერის წარმომადგენლის, ნათია წითლიძის ინფორმაციით, მოზარდი სიმაღლეზე ვარჯიშობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. მოზარდს თან ახლდნენ მეგობრები და ძმა. არასრულწლოვანი სიმაღლეზე ასვლაში ხშირად ვარჯიშობდა ხოლმე ბოძზე. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვარჯიშის დროს მოხდა ეს ტრაგედიაც. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახური გამოიძახეს, მაგრამ მოზარდი მათ მოსვლამდე გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100