სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მაესტრო“ შენობის გარეშე რჩება - დოკუმენტი, რომელიც რუსთავი 2-მა მოიპოვა

ტელეკომპანია მაესტრო შენობის გარეშე რჩება. ამის შესახებ რუსთავი 2-მა იმ მიმოწერიდან შეიტყო, რაც შპს სტუდია მაესტროს შპს მ-ინვესტმენტმა გაუგზავნა. წერილი 2015 წლის 8 დეკემბრითაა დათარიღებული და აღნიშნულია, რომ მ-ინვესტმენტს 2015 წლის 31 დეკემბრის შემდეგ სტუდია მაესტროსთან აღარ სურს საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება.

მოგეხსენებათ ტელეკომპანია მაესტრო განთავსებულია მ-ინვესტმენტის შენობაში, ტექნიკა კი სტუდია მაესტროს ეკუთვნის.

მ-ინვესტმენტის წარმომადგენელი წერილში აღნიშნავს, რომ მათ აღარ სურთ ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა მაუწყებლობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად არ ითხოვენ საიჯარო ქონების დაუყოვნებლივ გამოთავისუფლებას.

წერილში ასევე საუბარია სტუდია მაესტროს მხრიდან მ-ინვესტმენტის მიმართ არსებულ დავალიანებაზე, რაც 255 ათას 90 ლარს შეადგენს.

„იმის გათვალისწინებით, რომ სტუდია მაესტროს გააჩნია საიჯარო დავალიანება 255 090 ლარი, შპს „მ-ინვესტმენბტი იტოვებს უფლებას, რომ საჭიროების შემთხვევაში ისარგებლოს შენობაში განთავსებული სტუდია მაესტროს მოძრავი ქონებით (ტექნიკით), რის სანაცვლოდაც შპს სტუდია მაესტროს გაუქვითავს იჯარას დავალიანებიდან თვეში 20 ათასი ამერიკული დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

შპს მ-ინვესტმენტის 100 პროცენტიანი წილი მაკა ასათიანს ეკუთვნის. შპს სტუდია მაესტროს საკონტროლო პაკეტს (55 პროცენტი) კი ბოლო მონაცემებით გია გაჩეჩილაძე ფლობს. 15 პროცენტის მფლობელი მამუკა ღლონტია, 5 პროცენტის მფლობელი ეკატერინე აკობია, 25 პროცენტს მაკა ასათიანი.

შეგახსენებთ, საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია მაესტროს დირექტორად დაარეგისტრირა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100