სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ მშვენიერ სანახაობასა და მხიარულ ტრადიციას წელს საქართველოც უერთდება

თბილისი უერთდება მსოფლიოს 40 ქალაქს და 31 მაისს მასპინძლობს საპნის ბუშტების აღლუმს

31 მაისს, მსოფლიოს ოცდაათზე მეტი ქვეყანა, ნეპალიდან - ამერიკის შეერთებულ შტატებამდე, სუდანიდან - ინდონეზიემდე, ქუჩებში გამოვა და გაერთიანდება საკუთარი ქალაქის გასაბედნიერებლად, ერთი მარტივი საშუალებით: საპნის ბუშტების ერთდროულად გაშვებით. საქართველოც უერთდება მსოფლიო ფესტივალს და 31 მაისს, თბილისში, სამაიას ბაღში 16:00-იდან დაიწყება საპნის ბუშტების აღლუმი.

ღონისძიებაზე შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა თუ გემოვნებისა, ისიამოვნოს საპნის ბუშტებით, რომლებიც თავისი ფერებითა და ჯადოსნურობით ბედნიერებისა და ბავშვობის სიმბოლოა მთელს მსოფლიოში. საპნის ბუშტების მსოფლიო აღლუმი - რომელიც პირველია თავისი შინაარსითა და გლობალურობით დაარსდა ორგანიზაცია 100HappyDays-ის მიერ, რომლის მიზანიცაა შეგვახსენოს, რომ ბედნიერება ჩვენს გარშემო არსებულ პატარა დეტალებშია. ორგანიზაცია მონაწილეებს მოუწოდებს ცოტა ხნით შეაჩერონ თავიანთი ყოველდღიური დატვირთული დღის რეჟიმი და დატკბენ საკუთარი ცხოვრებით. აღლუმი დაახლოებით 100 000-ამდე ადამიანს მოიცავს მთელს მსოფლიოში:

ჩვენ,100happydays ორგანიზაცია მოხარულები ვართ ადგილობრივი ბედნიერების ელჩების მსგავსი მხარდაჭერით, რაც მთელი მსოფლიოს 40 ქალაქს მოიცავს“ - განაცხადა დიმიტრი გოლუბნიჩიმ, 100happydays ორგანიზაციის წარმომადგენელმა - ამ ინიციატივის მსოფლიოს 4 კონტინენტზე განხორციელება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ბედნიერება ყოველი ადამიანის მიზანია, განურჩევლად მათი ასაკის, სქესის, გენდერისა თუ რასისა.“

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.bubbleparade.org

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100