ადამიანები რომლებმაც შეცვალეს სამყარო
ისტორიკოსები და მსოფლიოს ისტორიაში გარკვეული ადამიანები ერთხმად თანხმდებიან, რომ ყველა დროში არსებობდნენ პიროვნებები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს, ადამიანები, რომელთა სახელებისა და ბიოგრაფიის ცოდნა ზოგადი განათლების აუცილებელი ატრიბუტია.
მაჰათმა განდი - ინდოეთის სულიერი და პოლიტიკური ლიდერი, რომლის წინამძღოლობით ინდოეთმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას მიაღწია. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ის უარჰყოფდა რაიმე სახის ტერორიზმს ან ძალადობას. ძალადობის უარყოფის მისეულმა ფილოსოფიამ, რომელსაც მან სატიაგრაჰა უწოდა, დიდი გავლენა იქონია ეროვნულსა თუ საერთაშორისო არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობებზე მსოფლიო მასშტაბით.
უინსტონ ჩერჩილი - ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940-1945 და 1951-1955 წლებში, „დიდი სამეულის“ ერთ–ერთი წევრი. ნობელის პრემიისლაურეატი ლიტერატურის დარგში.
ნაპოლეონ ბონაპარტი - საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავსევროპის ისტორიაში. იყო საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის მმართველი
მუსტაფა ქემალ ათათურქი - თურქეთის არმიის ოფიცერი და რევოლუციონერი სახელმწიფო მოღვაწე, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი.
გაბრიელ ბონეერ „კოკო“ შანელი - მოწინავე ფრანგი მოდის დიზაინერი, რომლის თანამედროვე ხედვამ, მამაკაცის სამოსისგან შთაგონებამ და ძვირადღირებული უბრალოებისკენ ლტოლვამ ის XX საუკუნის მნიშვნელოვანი ფიგურა გახადა. ის იყო ცნობილი ბრენდის, შანელის დამაარსებელი. მოდაზე თავისი ექსტრაორდინალური გავლენის წყალობით შანელი, ერთადერთი ამ სფეროდან ჟურნალ TIME-ის XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში მოხვდა.
ჩარლი ჩაპლინი - ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი. იგი გახდა ყველაზე ცნობილ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი პირველ მსოფლიო ომამდე. ჩაპლინი იყენებდა მიმიკურ და იმპროვიზირებულ მსახიობურ ხერხებს. სწორედ ასე შევიდა იგი წარმატებით ახალ, ხმოვანი ფილმების ეპოქაში.
მარკო პოლო – ვენეციელი ვაჭარი და მოგზაური, ერთ-ერთი პირველი ევროპელთაგანი, რომელმაც აბრეშუმის გზის გავლით ჩინეთს მიაღწია. მისი მოგზაურობა აღწერილია რუსტიჩელო პიზელის Il Milione–ში, რომელიც მარკო პოლომ თავად უკარნახა ავტორს 1298–1299 წლებში გენუაში ციხეში ყოფნისას. მის წიგნში ნახსენებია საქართველოც. ყველაზე დიდი ნაწილი ეთმობა ჩინეთს
ლეგენდარული ოთხეული „ბითლზი“ - 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. [ოთხეული, რომელიც 1962 წლიდან შედგებოდა ჯონ ლენონის (რითმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკარტნის (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონისა(წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარისგან (დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი), 1960-იან წლების აშშ-ის მუსიკაშიბრიტანული შემოსევის პიონერად გახდა.
ალფრედ ბერნჰარდ ნობელი - ნობელის პრემიის დამფუძნებელი, შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, ნოვატორი, იარაღის დამამზადებელი და დინამიტის შემქმნელი. იგი იყო ბოფორსის მეპატრონე, შეიარაღების მთავარი მწარმოებელი, რომელიც მან რკინის გადამამუშავებელი ქარხნიდან გარდაქმნა. მან ბოლო სურვილის მეშვეობით გამოიყენა საკუთარი მდგომარეობა, რათა დაენიშნა ნობელის პრემია. სინთეზური ელემენტი მის პატივსაცემად იქნა წოდებული ნობელიუმად. ნობელმა გამოიგონა დინამიტი.
ფრანკლინ დელანო რუზველტი - შეერთებულ შტატებს თითქმის მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მცირე ხნით ადრე, ვიდრე ომი დასრულდებოდა ინსულტით გარდაიცვალა.
ნიკოლო პაგანინი - მევიოლინე, გიტარისტი და კომპოზიტორი განთქმული ვიოლინოს ერთ სიმზე დაკვრით. მისმა 24 კაპრიზმაა გავლენა იქონია ბრამსისს, რახმანინოვის და ლისტის მუსიკაზე.
ალბერტ აინშტაინი - ფიზიკოსი-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენაფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა დაკოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.
კომენტარი