სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს რა მნიშვნელობა აქვს?" - პაპუაშვილი სიმონიანზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პუტინის რუპორს, მარგო სიმონიანს ეთანხმება და ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაადასტურებს "ჭეშმარიტებას":

"ის, რაც ჭეშმარიტებაა, ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს რა მნიშვნელობა აქვს? რუსეთის რომელიმე წარმომადგენელმა დღეს რომ თქვას, მზე აღმოსავლეთიდან ამოდისო, ჩვენ ვთქვათ რომ არაა? შევეწინააღმდეგოთ? ის, რაც არის ჭეშმარიტება, რომ სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა, ეს იცის ყველამ - საქართველოს მოქალაქეებმა, უცხოელმა პარტნიორებმა, ასე რომ ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ეს არის ჭეშმარიტება და ამას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობა." თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, სიმონიანმა მამუკა მდინარაძეს ის განცხადება მოუწონა, სადაც ის ამბობდა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება თავის მოტყუება იქნებოდა. კრემლის პროპაგანდისტმა დაწერა, რომ "საქართველო ადეკვატურად იქცევა"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100