სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა გვარამია - ხელისუფლების ამოცანაა, ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერება

ამოცანა არის მანდატის შეჩერება, - ამის შესახებ „მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს ნიკა მელიასთვის „ბანკი ქართუს" საქმეზე 25 000 - ლარიანი ჯარიმის შეფარდებასა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთვმევასთან დაკავშირებით, მელიას სახლთან განუცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს მცდელობა, რომ ყველა პოლიტიკოსი, ვისაც საზოგადოებაზე კარგი კუთხით შეუძლია გავლენის მოხდენა, გაანეიტრალოს.

„ცხადია, რომ ამოცანა არის მანდატის შეჩერება. ცხადია, რომ ნიკა მელია არის პრობლემური იმიტომ, რომ ის არის გამოკვეთილი ლიდერი, რომელსაც გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი ღირსებები, ადამიანების აყოლიების და მათზე, კარგი თვალსაზრისით ზემოქმედების და ცხადია, რომ ყველა ასეთ ფიგურაზე მცდელობა იქნება, რომ იყოს განეიტრალებული", - განაცხადა გვარამიამ.

„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100