სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი საქმიანობის სამწლიან ანგარიშს წარადგენს

22 დეკემბერს, 17:00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრში (მის: რუსთაველის გამზ#17) საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი საზოგადოებას საქმიანობის სამწლიან ანგარიშს წარუდგენს. ღონისძიება თეატრის სამეჯლისო დარბაზში გაიმართება.

საზოგადოებას გაწეული სამუშაოებისა და საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს ცენტრის დირექტორი, გიორგი დონაძე. სიტყვით გამოვლენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ასევე ფოლკლორის სფეროს გამორჩეული და ღვაწლმოსილი წარმომადგენლები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს გოგონათა ანსამბლი „იალონი“.

ანგარიშის წარდგენას ასევე დაესწრებიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, სალოტბარო სკოლების, კულტურის სფეროში მოღვაწე სხვა წარმომადგენლები და ფოლკლორული ანსამბლების სამხატვრო ხელმძღვანელები.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამწლიანი მუშაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში სალოტბარო სკოლების გახსნა რჩება, რომელიც 2015 წელს, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, ტრადიციული ქართული გალობისა და სიმღერის გადარჩენის, მოვლასა და პოპულარიზაციის მიზნით შექმნა.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სულ 17 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს. პროცესი 2017 წელსაც გაგრძელდება. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებახალგაზრდებს საშუალებს აძლევს, ჩაერთონ სხვადასხვა ფესტივალსა და ღონისძიებაში, რაც საგრძნობლად გამოაცოცხლებს რეგიონის კულტურულ და ტურისტულ ცხოვრებას.

ასევე ძირითად მიღწევად მიიჩნევა ფონდი „ქართული გალობისა“ და საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით, დიგიტალიზების პროექტის ფარგლებში არსებული ქართული საგალობლების სანოტო ხელნაწერების სრულიად გაციფრება და ქართული საგალობლების ანთოლოგიის რამდენიმე ტომეულად გამოცემა.

წლევანდელი წელი კი, განსაკუთრებულად გამორჩეული იყო ფესტივალების სიმრავლით, როგორიცაა საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალი, რომელშიც ყველა რეგიონის წარმომადგენელი მონაწილეობდა და ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც შავი ზღვის არენაზე საკუთარი შესაძლებლობები 4 ქვეყანამ, 24 ანსამბლმა და 400-მდე მონაწილემ წარმოაჩინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100