სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ციხიდან გაქცევის ყველაზე შთამბეჭდავი რეალური ფაქტები

მოგითხრობთ ციხიდან გაქცევის მსოფლიოს ყველაზე საინტერესო ფაქტებზე, რომლებიც მოგვიანებით ჰოლივუდის ფილმების სცენარებშიც კი გამოიყენეს.

ალფ ჰაინდსი 1952 წელს საიუველირო მაღაზიის გაქურდვისთვის დააპატიმრეს. სასამართლო პროცესსზე მან დანაშაული არ აღიარა, არც მოპარული 90 ათასი დაუბრუნებია, მოსამართლემ კი 12 წელი მიუსაჯა.

ჰაინდსი ციხიდან პირველად დაუჯერებელი მეთოდით გაიქცა, ის პირდაპირი მნიშვნელობით გაქრა კამერიდან, რომელიც 6 მეტრის სიმაღლეზე იყო.

1956 წელს ალფი მეორედ დააპატიმრეს, სასამართლო დარბაზში მან სამართალდამცავებს არალეგალური დაპატიმრების ბრალდება წაუყენა, რამაც ქაოსი გამოიწვია. შესვენებაზე, დაკავებულმა ტუალეტში გაიყვანა ითხოვა, სადაც დაცვა საპირფარეშოში ჩაკეტა თავად კი სასამართლოს შენობიდან გაიქცა.

პასკალ პეიტი 2001 წელს საინკასაციო მანქანის გაქურდვის დროს ჩადენილი ქურდობისთვის დააპატიმრეს და 30 წელი მიუსაჯეს.

დაპატიმრებიდან 7 წლის განმავლობაში პეიტი ციხიდან 3 ჯერ გაიქცა, თუმცა 2007 წელს განხორციელებული, რიგით მესამე გაქცევა არნახულად შთამბეჭდავი გახლდათ. ციხის სახურავზე დაჯდა თვითმფრინავი, რომელიც პასკალ პეიტის თანამზრახველებმა ციხეში მისვლამდე 30 წუთით ადრე მოიპარეს. პასკალის მეგობრები შეიარაღებულნი იყვნენ და მძევლად ჰყავდათ გატაცებული თვითმფრინავის პილოტი. როგორც ცნობილია პასკალ ფეიტის წასაყვანად თვითმფინავიდან სამი, შეიარაღებული, ნიღბიანი ადამიანი გადმოვიდა. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემდეგ ბოროტმოქმედებმა თვითმფრინავის პილოტი ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე დასვეს, პასკალისა და მისი ერთგული თანამზრახველების შესახებ კი დღემდე არავინ არაფერი იცის.

ფრენკ მორისი, ჯონ ანგლინი და კლარენს ანგლინი. ამ სამი ადამიანის გარდა ალკატრასის ციხიდან გაქცევა ჯერ არავის მოუხერხებია. (1933 წლიდან 1963 წლამდე ამ ციხეში ყველაზე ცნობილი ამერიკელი დამნაშავეები იხდიდნენ სასჯელს. მათ შორის იყვნენ ალ-კაპონე, გან კელი და რობერტ სტრაუდი.)

1962 წლის 11 ივნისს მათ გაქცევის ყველაზე ჩახლართული გეგმის განხორციელება შეძლეს. პატიმრები სავენტილავიო მილის გავლით მაღლა ავიდნენ, შემდეგ საკვამურიდან სახურავზე გადავიდნენ, სახურავიდან შენობის კედელზე ჩაცოცდნენ და ნაპირამდე ცურვით მიაღწიეს. მათი გაქცევის შესახებ ციხის ადმინისტრაციამ მხოლოდ მეორე დილით გაიგო, ალკატრასის დირექტორის განმარტებით, პატიმრებმა საკუთარი საწოლების ბალიშებზე, საპნის, ტუალეტის გაღალდისა და ნამდვილი თმისგან გაკეთებული თავები დატოვეს, რის გამოც ბადრაგმა ვერ შეამჩნია, რომ საწოლი ცარიელი იყო.

ჯონ დილინჯერი: ამ კაცს ლეგენდარულს უწოდებენ და მისი როლი ჰოლივუდში მსახიობმა ჯონი დეპმა შეასრულა. ჯონ ნილინჯერი 30-იან წლებში ბანკების მძარცველი იყო და როგორც ამბობენ რამდენიმე ათეული ბანკი აქვს გაძარცვული, ციხიდან გაქცევა კი 2-ჯერ მოახერხა.

1933 წელს ის აშშ-ს შტატ ოჰაიოს ქალაქ ლიმას ციხეში იჯდა, საიდანაც საკუთარი ბანდის წევრების დახმარებით გაიქცა. ჯონის მეგობრებს ამისათვის ციხის სამი ბადრაგის და შერიფის მოკვლა მოუწიათ. გაქცევაში მონაწილე პირები და თავად ჯონ დილინჯერი პოლიციამ იმავე წელს დააკავა. თუმცა დაკავებამდე ჯონიმ ჩვეული საქმიანობა მოასწრო და ციხეში დამატებითი ბრალდებებით დაბრუნდა (პოლიციის ოფიცერის, მკვლელობის მცდელობა და ჩიკაგოსა და ინდიანას ბანკების ძარცვა).

1934 წლის 3 მარტს ჯონი კროუნის ციხიდან გაიქცა. (იმ დროს ამ ციხიდან გაქცევა შეუძლებელ ფაქტად იყო მიჩნეული, რადგან მას სახელმწიფო გვარდიის წევრები და უამრავი პოლიციელი იცავდა). ბანკის მძარცველმა ეს მოახერხა ხისგან გამოთლილი იარაღის დახმარებით, რომელიც შავად იყო გადაღებული. სწორედ ამ იარაღის მეშვეობით ჯონიმ ბადრაგს კარის გაღება აიძულა, რის შემდეგაც აიყვანა ორი მძევალი, ყველა ბადრაგი ერთად შეკრიბა, საკუთარ კამერაში ჩაკეტა და თავად გაიქცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100