"მითი იმის შესახებ რომ წონით და ტრენაჟორზე ვარჯიშით კაცებს დავემსგავსებით..." - ალექსანდრა პაიჭაძის რჩევები ვარჯიშის მოყვარულებს
ნახეთ რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე:
მითი იმის შესახებ რომ წონით და ტრენაჟორზე ვარჯიშით კაცებს დავემსგავსებით ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამსხვრიოთ.. ასე რომ მოხდეს გვჭირდება ტესტოსტერონის უხვი რაოდენობა რომელიც არ გვაქვს!) ამიტომ, დამწყებებს და უკვე მოვარჯიშეებს, ვისაც სურს რელიეფური სხეული, ან შედეგს ვერ ხედავს აერობული ვარჯიშებისგან: არ იზრდება კუნთი, არ ჩანს ვარჯიშის ეფექტი და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გაქვთ. მოკიდეთ ხელი მცირე წონებს და დაიწყეთ კუნთების დატვირთვა ახლებურად. დღეს ერთერთი ფავორიტი ვარჯიშები გავაკეთე უკანალის კუნთისთვის (უამრავია ნელნელა დავდებ სხვა ვარიანტებსაც) და გეტყვით რომ ეს არის შაბლონი და სანამ შეგრძნების დონეზე თავად არ დაიჭერთ საუკეთესო ამპლიტუდას და მოძრაობის ეფექტურ პოლუსებს მანამდე ცვალეთ პოზიციები, თითოეულ მილიმეტრს შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინოს შედეგზე.... დაკავდით ინტენსიური სპორტით და დააფასეთ საკუთარი სხეული რომელშიც კიდევ 100 წელი უნდა ვიცხოვროთ!!
კომენტარი