„ჩემი გემრიელი და ტკბილი ბიჭები აღარ მყავს ხალხო! მოღალატე ხარ ზაურ...პასუხს მოგთხოვთ ამ საქციელისთვის"
24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდი"-ში, ხანძრისას გარდაცვლილი ზაურ აბულაძისა და მარად შანთაძის მეგობარი და ნათესავი ჟურნალისტი ნანა აბულაძე ფეისბუქზე ძალიან სევდიან პოსტს აქვეყნებს.
„ჩემი გემრიელი და ტკბილი ბიჭები აღარ მყავს ხალხო! მოღალატე ხარ ზაურ, აბა გუშინ დილით მწერდი სოფელში თოვლი მოსულა წამო ვიგუნდაოთოო, მომატყუე... შენც მოღალატე ხარ მარად, გემიდან ჩამოვალ თუ არა გინახულებო, ჩამოხვედი რამდენიმე დღეა და არ მნახე! ჰოდა ვივლი ასე თქვენგან ნაღალატევი, იმ იმედით რომ ოდესმე შეგხვდებით და პასუხს მოგთხოვთ ამ საქციელისთვის! რა მწარე ხართ და რა ტკბილი, როგორც ერთი ზღაპარი სიყვარულისა- დასრულდა ! მიყვარხართ ძმებო … #თითქოსსამყაროერთღამეშიამომიპირქვავდა“
ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა.
მომხდარის გამო 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
კომენტარი