სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

”ერაყული იარა” და სიყვარულის ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა

სახედასახიჩრებული ტაი ზიგელისა და მშვენიერი რენე კლაინის სიყვარულის ამბავმა მთელი მსოფლიო მოიარა. მას ყველაზე ლამაზსა და სუფთას უწოდებდნენ, თუმცა…

სერჟანტი ტაი ზიგელი ერაყიდან ამერიკაში სხვა კაცი დაბრუნდა – ერთ-ერთი დავალების შესრულებისას, ზიგელის 6-კაციანი ჯგუფი თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებამ დააზიანა, ყველაზე მეტად ზიგელი დაზარალდა. ორმოცდაათი ოპერაციისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ტაი გონს მოვიდა და… თავზარი დაეცა – სარკეში ჩახედვა აღარ უნდოდა… ექიმებმა დამსხვრეული თავის ქალის ნახევარი პლატინით შეუცვალეს, დაკარგა ცალი ხელი, ცალი თვალით დაბრმავდა. ცხვირი და ტუჩები დაეწვა.

ომში მიმავალი ჭაბუკი საყვარელმა გოგონამ, რენე კლაინმა გააცილა. ერთმანეთს შეჰფიცეს, ერაყიდან დაბრუნებისთანავე ჯვარი დავიწეროთო. ასეთი უბედური შემთხვევის შემდეგ ტაი რენეს ცოლობას როგორ თხოვდა! მაგრამ გოგონამ დაამტკიცა, რომ გარეგნობა მათ გრძნობებზე არ მოქმედებს და ტაის გაჰყვა ცოლად.
მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა ამ საოცარი სიყვარულის ამბავმა.

რამდენიმე თვეში ტაი და რენე დაშორდნენ. ზიგელმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ რენე ქორწინებისთვის არ იყო მზად და ამიტომაც წავიდა. ვფიქრობ, ავჩქარდით, ასე მალე არ უნდა დაგვეწერა ჯვარიო…

2012 წლის 26 დეკემბერს ტაი ზიგელი გარდაიცვალა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, სიკვდილის მიზეზი ალკოჰოლური და ნარკოტიკული ინტოქსიკაცია გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100