სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილი ქართველი სპორტსმენები დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად სოფელ გალავანს ეწვივნენ მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში

ცნობილი ქართველისპორტსმენებიდიმიტრი ხუნდაძისმხარდასაჭერადსოფელ გალავანსეწვივნენ მცხეთისრაიონის სოფელ გალავანში, რომელიცლაფანყურის სპეცოპერაციის დროსდაღუპული სპორტესმენისა დასპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელისმშობლიური სოფელია, დღეს ცნობილიქართველი სპორტსმენები ჩავიდნენ.

ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი, ზურაბ ზვიადაური, სოსო ჯაჭვლიანი, გიორგი ბაინდურაშვილი, მირიან პავლიაშვილი, ფეხბურთელი გელა კეტაშვილი და სხვები მცხეთაში „ართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად ჩავიდნენ.

მოსახლეობასთან შეხვედრისას სპორტსმენებმა ხაზი გაუსვეს „ქართული ოცნებისა“ და დიმიტრი ხუნდაძის უპირატებობებს, ასევე აღნიშნეს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოფილი მაღალჩინოსნები კვლავ ცდილობენ პოლიტიკაში დაბრუნებას და მოსახლეობამ მათ ამის საშუალება არ უნდა მისცეს.

დიმიტრი ხუნდაძემ გალავნელებს მიმართა, რომ არჩევანი არა ნაცნობობით და ნათესაობით, არამედ ქვეყნის საკეთილდღეოდ გააკეთონ.

„დღეს აქ, არჩილ ჩოხელის მემორიალთან, სიმბოლურად გადავწყვიტეთ თქვენთან შეხვედრა. ყველასათვის საამაყო სპორტსმენი, თქვენი სოფლის შვილი არჩილ ჩოხელი სააკაშვილის ხელისუფლებამ იმსხვერპლა.

უფლება არა გვაქვს, იმ სისხლიან რეჟიმს დღეს კვლავ მივცეთ შანსი, დაბრუნდნენ პოლიტიკაში და კვლავ ჩვენი შვილების სიცოცხლე შეიწირონ.

„ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას აჩუქა მშვიდობა და განვითარების პერსპექტივა. ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია თქვენი სიცოცხლე, თქვენი ჯანმრთელობა და ამისთვის ბევრი რამ გავაკეთეთ.

ჩვენ შევძელით კორუფციული სქემიდან სახელმწიფო ღირსეული მართვის სქემაზე გადაგვეყვანა. ჩვენ გპირდებით სწრაფ განვითარებას, თქვენი ოჯახების კეთილდღეობას და ამას აუცილებლად შევასრულებთ.

ვიცით, რომ ჯერ ყოფითი პრობლემები ისევ არის, მაგრამ შემდგომი 4 წელი უკვე ამ პრობლემების დასასრული იქნება. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ხედავთ ქვეყნის წინსვლას და თქვენი არჩევანიც შესაბამისი იქნება“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


(რ)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100