ახალშობილი, რომელიც 7 კბილით დაიბადა
პატარა პრაიან შარმა ერთ-ერთი უიშვიათესი მოვლენით დაიბადა - მას 7 კბილი ჰქონდა პირის ღრუში, რომლებიც ზრდასრულის კბილებივით იყო ჩამოყალიბებული. ამის შესახებ მშობლებმა პრაიანის დაბადებდან მეათე დღეს შეიტყვეს, რადგან ბიჭუნა მანამდე ინტენსიური თერაპიის პალატაში იმყოფებოდა, შემდეგ კი დედას შეუყვანეს, რათა ძუძუთი გამოეკვება. სწორედ ამ დროს შენიშნა ქალმა, რომ მკერდზე კბილები მოუჭირა ახალშობილმა.
ექიმებმა მხოლოდ ამის შემდეგ შეუმოწმეს შარმას პირის ღრუ და თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც შვიდი ჩამოყალიბებული კბილი დაინახეს იქ. როგორც ისინი აცხადებენ, ეს პირველი შემთხვევაა ინდოეთში. აქამდე მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. პედიატრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი ანესთეზიით ყველა კბილი ამოეღოთ ახალშობილისთვის.
მეცნიერების თქმით, 30 000 ბავშვიდან ერთი მაინც იბადება კბილებით, ამის მიზეზი კი ან ორსულობის დროს დედის არასწორი კვება, ან გენეტიკური დაავადება ხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, თანდაყოლილი კბილები აუცილებლად უნდა იქნეს ამოღებული, რათა ბავშვის პირის ღრუ არ დააზიანოს.
კომენტარი