ტურისტები ზაფხულში ბათუმის ცენტრში ქართულ ჭაჭას შადრევნიდან დალევენ
წლევანდელი ზაფხულის ბოლოსკენ, სავარაუდოდ, რუსულ და სხვა, უცხოენოვან ინტერნეტსივრცეში გაჩნდება ბლოგები სათაურებით: „როგორ ვუშველოთ ბათუმის „ჭაჭის კოშკის“ პახმელიას“; „ბათუმში ჭაჭა პირდაპირ შედრევანში მოდის“; „საქართველო – ჭაჭის შადრევნის ქვეყანა“. საქმე ის გახლავთ, რომ აჭარის დედაქალაქში, გოგებაშვილის ქუჩაზე უკვე დაწყებულია 25–მეტრიანი კოშკის მშენებლობა, რომლის ერთ–ერთი შადრევნიდან კვირაში ერთხელ, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში წყლის ნაცვლად ჭაჭა იდენს.
დროის ის მონაკვეთი, რაც შადრევანში ჭაჭა გადმოიფრქვევა, კომერციული კომპანიებისთვის, თავიანთი პროდუქციის რეკლამირებისთვის იქნება გამოყოფილი. იდეის ავტორები მიინევენ, რომ „ჭაჭის კოშკი“ უამრავ ტურისტს მიიზიდავს.
რომელი კომპანიის ან ორგანიზაციის მიერ დამზადებული ჭაჭის არაყი იდენს შადრევანში, ჯერ დაკონკრეტებული არ არის, რაც შეეხება ტავად კოშკს, იქ ჭაჭის შადრევნის გარდა ოთხი ღია აუზი, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები იქნება.
კომენტარი