ირაკლი ოქრუაშვილი გაზაფხულზე საქართველოში ჩამოვა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გაზაფხულზე საქართველოში ჩამოსვლას და პოლიტიკაში აქტიურ ჩაბმას აპირებს. დღეს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" "მოძრაობის ერთიანი საქართველოსთვის" და "ქართული პარტიის" გაერთიანებული სადამფუძნებლო ყრილობა იმართება. როგორც "ჯეონიუსს" ოქრუაშვილის ყოფილმა თანაპარტიელმა აცნობა, ირაკლი ოქრუაშვილი მძლავრ ოპოზიციურ გაერთიანებას შექმნის და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასაც აპირებს.
მის ჩამოსვლამდე "ქართული პარტიისა" და "მოძრაობის ერთიანი საქართველოსთვის" კოალიციის თავმჯდომარე ეროსი კიწმარიშვილი იქნება, თანათავმჯდომარე კი - ირაკლი ოქრუაშვილი.
კომენტარი