სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი რას წერს გიორგი ნადიბაიძე ვოისის მოგების შემდეგ

ახალი ქართული ხმის გამარჯვებული გიორგი ნადიბაიძე სოციალურ ქსელში მადლიერებით სავსე სტატუსს აქვეუნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

“ჩემს გულშემატკივრებს!

მგონი ყველა გამიგებთ იმას თუ რატომ ვწერ ამას რამდენიმე დღით გვიან...

აქამდე ვერ მოვაღწიე, რომ ყველასთვის ერთად მეთქვა ჩემი სათქმელი...

დღემდე სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო ჩემი ემოცია!

ჩვენ ნელ-ნელა გამოვდივართ ეიფორიიდან

ბედნიერი ვარ, რომ უამრავ გულშემატკივარს სიხარული მოგანიჭეთ და იმედი არ გაგიცრუეთ.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ!

დიახ ჩვენ და არა მხოლოდ მე!

რადგან, რომ არა თქვენი თანადგომა, ალბათ გამიჭირდებოდა წარმატების მიღწევა.

ჩემს გვერდით იდექით და მაძლიერებდით, არა მხოლოდ ჩემი ახლობელი ადამიანები, არამედ სულ უცხოებიც. ყველას უღრმესი მადლობა თანადგომისათვის!

მიუხედავად იმისა, რომ ბინა ძალიან მჭირდებოდა და ამით დიდი პრობლემა და საფიქრალი მომეხსნა, ჩემთვის უმთავრესი ყოველთვის იყო გამარჯვება იმ საქმეში, რომელშიც მთელი სული და გული ჩავდე!

მადლობა The Voice Of Georgia-ს, რომ შემახვედრა ადამიანებს, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ჩემს ცხოვრებაში. გამაცნო და შემძინა არაერთი ახალი მეგობარი.

განსაკუთრებული მადლობა ქეთას, რომელმაც დაინახა და დააფასა ჩემი შემოქმედება. განვმეორდები კიდევ ბევრჯერ და ვიტყვი, რომ ყველა დადებითთან ერთად ის ძალიან სამართლიანი და მეგობრულია.

დიდი მადლობა ნატო დუმბაძეს, რომელიც ზრუნავდა გუნდის თითოეულ წევრზე და ბოლომდე ჩემს გვერდით იდგა!

მადლობა გიგა კუხიანიძესა და მაკა დავითაიას იმისთვის, რომ ჩემს გვერდით იყავით და დიდ სტიმულს მაძლევდით!

განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეგობრებს... რომელი ერთი ჩამოგთვალოთ. ყველა ძალიან მიყვარხართ და მიხარია რომ ჩემს გვერდით ხართ!

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს გორელებს, "ქართული სახლის" სრულ შემქდგენლობას და ყველას ვისაც გაეხარდა ჩემი წარმატება!

მადლობა უფალს ყოველივე ამისათვის!

იმედი მაქვს, რომ ეს გამარჯვება საწინდარი იქნება შემდგომში ჩვენი ერთობლივი გამარჯვებებისა!” - წერს ნადიბაიძე პირად ფეისბუქ გვედზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100