სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ელისო ჩაფიძე გია ხუხაშვილის წინააღმდეგ...

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი და ტყიბულის მაჟორიტარი ელისო ჩაფიძე პრემიერის მრჩეველს გია ხუიხაშვილს უპირიპირდება.

პარლამენტარის და პრემიერის მრჩეველის უთანხმოების მიზეზი უმაღლესი განათლების შესახებ კანონპოექტია, რომელსაც პირველი მოსმენისას ჩაფიძემ და უმრავლესობის კიდევ 11წევრმა ხმა არ მისცეს. ამის გამო ისინი ხუხაშვილის კრიტიკის ობიექტები გახდნენ. „ეს წარმოუდგენელი ნაბიჯია! უსუფაშვილმა, ძმებმა ბერძენიშვილებმა და საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ 9 წევრმა ხმა ფაქტობრივად, უნივერსიტეტების რექტორებად გიგი თევზაძისა და სანდრო კვიტაშვილის დარჩენას მისცეს“ - განაცხადა რომოდენიმე დღის წინ ხუხაშვილმა. „გია ხუხაშვილი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებს გასცდა" - ასე უპასუხა ჩაფიძემ პრემიერის მრჩეველის ამ განცხადებას. „გია ხუხაშვილი არის პრემიერ–მინისტრის მრჩეველი ეკონომიკური მიმართულებით და სწორედ ამ კუთხით უნდა მისცეს რჩევები ბიძინა ივანიშვილს. როდესაც იგი სრულად ამოწურავს თავის უფლებამოსილებას და ააყვავებს ეკონომიკას, შეუძლია, გადმოსწვდეს განათლების სფერო, თუმცა მანამ არსებობს განათლების სამინისტრო და შესაბამისი კომიტეტიც, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ზოგადად განათლების სისტემაში განსახორციელებელ საკითხებზე აქტიურად მუშაობს,"– განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100