სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას დასაქმების პროგრამა გააცნო

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ახალსოფლის, ახალშენისა და ნაწრეთის მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რეგიონულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა. ადგილობრივები თემურ ხუბულურს სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრეს და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. „2017 წლიდან ხელისუფლების მხარდაჭერით რეგიონებში დაიწყება საინვესტიციო აქტივობებისა და ინოვაციური პროექტების განხორციელება.

ჩვენი აგროპოლიტიკის მთავარი მიმართულება სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა იქნება. კიდევ უფრო დაიხვეწება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება დაუზღვეველი მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს.

დაინერგება მორწყვის თანამედროვე სისტემები და 2 00 ათას ჰექტრამდე გაიზრდება მორწყული მიწის ფართობი“,-აღნიშნა ხუბულურმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია დასაქმების პრობლემის მოგვარებაა. „მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მაშტაბით 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა დაგეგმლი, რაც მოხდება მოგების გადასახადის რეფორმის, ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, ტურიზმის განვითარების გზით“, - განაცხდა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100