სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინის ყვინთვა დასავლურმა პრესამ "წინასაარჩევნო ტრიუკად" მონათლა

რუსეთის პრემიერის მიერ შეტანილ "წვლილს" რუსული მეცნიერების განვითარებაში დასავლური მედიასაშუალებები არ აღიარებენ. "ფრანს პრესმა" ვლადიმირ პუტინის გუშინდელი ყვინთვა და მის მიერ "ორი მეტრის სიღრმეზე "სრულიად შემთხვევით" ორი დოქის პოვნა" წინასაარჩევნო ტრიუკად მონათლა. რუსული პრესა კი იუწყება, რომ ქართულმა მას–მედიის საშუალებებმა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის ყვინთვა თავიანთი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ცოტა ხნით ადრე ჩატარებულ დაივინგს შეადარეს. "ქართული მედიასაშუალებები ასკვნიან, რომ სააკაშვილმა პუტინზე ღრმად და უფრო "ხარისხიანად" ჩაყვინთა" – წერს dzd.ee.

"შეგიძლიათ, თვითონვე ნახოთ და ერთმანეთს შედაროთ, რომელმა უკეთ ჩაყვინთა", – აცხადებს გამოცემა და ვლადიმირ პუტინის წყალქვეშა მოგზაურობის ვიდეოს აქვეყნებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100