გუდაურში მოზაიკებიან მონუმენტს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
გუდაურში საბჭოთა მოზაიკებიან მონუმენტზე რეაბილიტაცია იწყება. ტენდერის, რომელიც სახელმწიფომ 2017 წლის იანვარში გამოცხადა, შედეგები გუშინ გახდა ცნობილი. პროექტზე კომპანია Saxon, Idaaf Archietcts-თან ერთად იმუშავებს.
პროექტი ითვალისწინებს მონუმენტის არსებული სახით შენარჩუნებასა და თავდაპირველი იერსახით აღდგენას. მოზაიკის ფილები ამჟამად ზოგ ადგილას მონგრეულია და რეკონსტრუქცია ესაჭიროება. პროექტი ასევე ითვალისწინებს ახალი შენობის დამატებას, სადაც განთავსებული იქნება კაფე, საინფორმაციო ცენტრი, სუვენირების მაღაზია, საგამოფენო/საკონფერენციო დარბაზი. შენობა და მთლიანი რეაბილიტაციის პროექტი მთლიანად ადაპტირებულია შშმ პირებზე.
გენგეგმაზე ასევე განთავსებულია მონუმენტამდე მისასვლელი მოდერნიზებული გზა, პარკინგი მსუბუქი მანქანების, ავტობუსების, ელექტრო მანქანების, ველოსიპედებისა და შშმ პირების სადგომს. ასევე კეთილმოწყოფილი რეკრეაცია, დასაჯდომი ადგილებითა და მცირე აუზით.
მონუმენტი 1983 წელს აშენდა. მისი ავტორი ცნობილი ქართველი არქიტექტორი გიორგი (გოგი) ჩახავაა. მოზაიკის ავტორი კი ნოდარ ჯალაღონია არის.
კომენტარი