სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეკა ტყეშელაშვილი: "პოლიტიკოსები საქართველოშიც და უცხოეთშიც დაკავებულები არიან"

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაცის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, "ისრაელის მხარის მოთხოვნაში, რომელიც ამ ქვეყანაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის გადადებას შეეხება, უჩვეულო არაფერია".

ტყეშელაშვილი უცხოური მედია-საშუალებების ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ თავის კოლეგას მომავალი კვირისთვის დაგეგმილი ვიზიტისგან თავის შეკავება და მისი გადადება სთხოვა.

"ხშირია შემთხვევები, როდესაც ვიზიტის გადადება პოლიტიკური მიზეზებით, განრიგების შეუსაბამობის გამო ხდება. ასეთი შემთხვევა მეც მქონია და კოლეგის განრიგის შეუსაბამობის გამო ვიზიტის დრო შეცვლილა. პოლიტიკოსები საქართველოშიც და უცხოეთშიც დაკავებულები არიან, რის გამოც ხანდახან ასეთი პრობლემები იქმნება" - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ისრაელში ვიზიტის გადადების მიზეზი დღეს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც განმარტა. სამსახურის უფროსმა მაკა გიგაურმა უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორი ქვეყნის სპიკერებს შორის შესაბამისი შინაარსის სატელეფონო საუბარი გაიმართა და ბაქრაძემ ოფიციალური წერილიც მიიღო.

"როგორც ისრაელში საქართველოს საელჩოში განგვიმარტეს, დავით ბაქრაძის ვიზიტი არ გაუქმებულა, ის გადაიდო, რაც ორ გარემოებას უკავშირდება: მომავალი კვირისთვის ისრაელში პალესტინურ მხარესთან მოლაპარაკებებია დაგეგმილი და გარდა ამისა, ქნესეთში შიდა პოლიტიკური დებატები უნდა გაიმართოს. აღნიშნული მიზეზების გამო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს სათანადო ყურადღება ვერ დაეთმობოდა და შესაბამისად, ბაქრაძის ვიზიტი გადაიდო", - განაცხადა გიგაურმა და აქვე დასძინა, რომ "ვიზიტების გადადება დიპლომატიაში ჩვეულებრივი მოვლენაა".

შეგახსენებთ, რომ სააგენტო Ynetnews.com-ის მიერ ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ რივენ რივლინმა ქართველ კოლეგა დავით ბაქრაძეს ისრაელში ვიზიტისგან თავის შეკავება და სტუმრობის გადადება სთხოვა.

"რივლინის თხოვნა ისრაელის შიდა და გარე პოლიტიკურ გარემოებებს, ნაწილობრივ კი საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების დაკავების საკითხს უკავშირდება" - წერდა Ynetnews.com.

ამ ინფორმაციას გამოხმაურება ქართულ პრესაშიც მოჰყვა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი გასული წლის ოქტომბერში ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს. პირველი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100