
ქობულეთში ვაქცინაცია დაიწყო
ვაქცინაცია დაიწყო ქობულეთშიც. ამ დროისთვის რამდენიმე ექიმი და „ევექსის“ კლინიკის დირექტორი აიცრნენ. იმუნიზაციის პროცესში 18 მარტიდან მაღალმთიანი რეგიონებიც ჩაერთვება.
როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ბათუმში 140-ზე მეტი მედიკოსია აცრილი. დღეს ვაქცინის გაკეთებას ბათუმში 80 მედიკოსი აპირებს, ქობულეთში კი - 10.
აჭარის რეგიონმა „ასტრაზენეკას“ 3 980 დოზა ვაქცინა მიიღო. პირველ ეტაპზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სამედიცინო პერსონალი აიცრება. აჭარაში ვაქცინაციის 9 კაბინეტია, ოთხი ბათუმში და 5 რეგიონის მუნიციპალიტეტებში.
კომენტარი