სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიკო სადუნიშვილის ეს განცხადება ბევრს მოხვდება გულზე და ბევრსაც გააღიზიანებს

ბოლო პერიოდში ფეისბუქზე თვალშისაცე,ად გააქტიურებული თიკო სადუნიშვილი, მორი ხმამაღალ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ეს ფეისბუქიც ქართულ სუფრას დავამსგავსეთ! აბა დაყარეთ სტატუსები,განსხვავებული ავატარები შემოგვაკლდა...

ყველაფრის გადამეტება რატომ გვიყვარს ქართველებს?! მე მესმის,რომ ყველას გვტკივა, იმ შემზარავი კადრების ყურება რთულია, ბევრი ფილმშიც ვერ უძლებს! თითო დროშას და თითო სტატუსს გაგიგებდით, ისიც მჯერა თქვენი განცდა, მოქმედებაც გულწრფელია. კარგად,რომ არ გიცნობდეთ ამ უკიდურესად აღგზნებულ მდგომარეობასაც მოგიწონებდით, მაგრამ თქვენ ის ხალხი არ ხართ, კაი ტიპობაში მხოლოდ ერთმანეთს,რომ ეჯიბრებით?! თქვენ ის ხალხი არ ხართ, 2008 დან მოყოლებული ომის დაწყებისთვის რუსეთს ბოდიშებს,რომ უხდით?! ( სხვათაშორის უკრაინელებმა თავად დაიწყეს)

თქვენ ის ხალხი არ ხართ, მეგობრობა გულებით რომ მარტო ფეისბუქში იცით, სინამდვილეში ერთმანეთის გაჭორვაზე გიჟდებით, მერე იმას უცდით ფეხი ვის უფრო სწრაფად დაუსხლტება,რომ ხმამაღლა დასცინოთ?! თქვენ ის ხალხი არ ხართ,საკუთარ წარმატებაზე მეტად სხვისი მარცხი,რომ გახარებთ?! თქვენ ის ხალხი არ ხართ, ყოველდღე ლანძღვა-გინებას,რომ მიძღვნით, ღამე ინბოქსში შვილის სიკვდილს,რომ მისურვებთ გირგვლიანივით, მერე ძილად მისვლის ლოცვას კითხულობთ და ტკბილად იძინებთ. მე კი არ მძინავს და ღმერთს ვთხოვ ამდენი ნეგატიური ენერგია ჩემ ოჯახს ააცილოს, დიახ ჩემ ქალაქში ასე ცხოვრება ვისწავლე.
ფეიკ ჩანთებზე დასცინით ხალხს და ყალბი ღიმილი სახეზე სულ არ განაღვლებთ.

ყალბია თქვენი ვაჟკაცობა!
ყალბია თქვენი თამადობა!
ყალბია თქვენი თანადგომა!

P.S.რა თქმა უნდა ეს პოსტი ყველას არ ეძრვნება!“ - წერს თიკო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100