სამეგრელოში შესაძლოა ერთ-ერთი საარჩევნო უბანი დარღვევების გამო გაუქმდეს
ინგირის 46-ე საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის მონაცემები შესაძლოა გაბათილდეს. ამ მოთხოვნით საჩივარი „სამართლიან არჩევნებს“ უკვე დაწერილი აქვს. ამავე უბანზე ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო. ერთმანეთს საოლქო კომისიის თავმჯდომარის ძმა და „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის მამა დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება კამათს მოყვა იმ დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა დააფიქსირეს. უფრო კონკრეტულად კი, მათი ინფორმაციით, დაფიქსირდნენ ამომრჩევლები, რომლებმაც ხმა მისცეს საარჩევნო უბანზე, ასევე გადასატანი ყუთით.
46-ე საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ინციდენტით სამართალდამცველები დაინტერესდნენ. საუბნო კომისიის თავმჯდომარე გეგმავს, რომ შესაბამისი განცდებით პოლიციას მიმართოს.
„დავუწერ საჩივარს და ვიჩივლებ. სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარისთვის,“ - აღნიშნა საუბნო კომისიის თავმჯდომარემ.
აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით, "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა უკვე დაწერა შესაბამისი განცხადება. მათი შეფასებით, ეს საკმაოდ მნიშვნელოვან დარღვევაა, რადგან ამომრჩევლები ფიქსირდებიან როგორც საარჩევნო უბანზე, ასევე გადასატანი ყუთით და ისინი ითხოვენ, რომ გადასატანი ყუთის მონაცემები საერთოდ გაუქმდეს.
ანალოგიური მოთხოვნა აქვს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს.
კომისიის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ეს მექანიკური შეცდომა იყო, რომელიც კომისიის წევრმა დაუშვა.
წყარო: რუსთავი 2
კომენტარი