სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბექა ნაცვლიშვილი დევნილებს შეხვდა

„12 000 მდე ადამიანს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები, ეს გახდა მათი მუდმივი საკუთრება, მაგრამ იმედი მაქვს ეს იქნება დროებითი, ვიმედდოვნებთ , რომ ისინი შეძლებენ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.“ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი ისნის რაიონში დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრაზე განაცხადა რომ:

„ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურ გეგმაზე თუ როგორ გავააქტიუროთ შერიგების პროცესი. თუ როგორ გადავდგათ უფრო თამამი ნაბიჯები ამ კუთხით. ეს არ არის ილუზიები, ეს არის ძალიან პრაგმატული კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება დევნილების საკუთრება მაგრამ დიდი იმედი გვაქვს არა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.


კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ნაცვლიშვილის თქმით, ისნის რაიონში სოციალური პრობლემები არსებობს. ის მოსახლეობას მათ ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100