დღეს საქართველოში გლოვის დღეა.
დღეს საქართველოში გლოვის დღეა. დაშვებულია დროშები სახელმწიფო უწყებებზე. გადადებულია გასართობი ღონისძიებები.
საქართველო
ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცებს გლოვობს.
16 მაისის გლოვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით განკარგულება პრეზიდენტმა 13
მაისს ჰელმანდის პროვინციაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული სამი
სამხედრო პირის ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოსცა. პრეზიდენტს ამ დღის გლოვის დღედ
გამოცხადების თხოვნით მთავრობამაც მიმართა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, გუშინ ღამით დროშა დაუშვეს საზოგადოებრივ
მაუწყებელთანაც.
კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძეს, უმცროს სერჟანტ ზვიად დავითაძეს და კაპრალ ვლადიმერ
შანავას საქართველოში დღეს გადმოასვენებენ. ისინი ვახტანგ გორგასლის პირველი
ხარისხის ორდენზე იქნებიან წარდგენილნი.
სამი სამხედრო პირი შირგაზის ბაზაზე ტერორისტული შეტევის დროს დაიღუპა. ამ წუთებში
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავღანეთიდან გამოფრენილ თვითმფრინავს ელოდებიან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს დილით მეოთხე ბრიგადის ჯარისკაცებს მიმართა
და სიტყვით გამოვიდა იმ სამხედროების წინაშე, რომელთან ერთადაც დაღუპული
ჯარისკაცები მსახურობდნენ. დაუშვეს სახელმწიფო დროშა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, ვაზიანის ბაზის გარდა, ყველა სამხედრო ბაზაზე
დაშვებულია დროშები.
გლოვის დღესთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს მთავრობის წარმომადგენლებმა.
კომენტარებს აკეთებენ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებიც.
კომენტარი