სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატარა ადამიანი დიდი გულით - ერთად დავეხმაროთ ზაირა გაბაძეს

ეს საოცარი, ემოციური, კეთილშობილი ადამიანი, საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ერთ-ერთი ბენეფიციარი - ქალბატონი ზაირა გაბაძეა.

ზაირა დაიბადა ბათუმში, ასთმის გამო თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. სწავლის პარალელურად ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ასრულებდა ახალგაზრდა გოგონასთვის შეუფერებელ მძიმე სამუშაოს, ყოველთვის ამაყობდა, რომ თავის საქმეში ტოლს არ უდებდა მამაკაცებს. მისი მხიარული ხასიათისა და ერთგულების გამო ზაირა ძალიან უყვარდათ და მას ყველა პატივს სცემდა, მაგრამ პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა... და ახლა მარტოობაშ უწევს ცხოვრება.

ერთ დღეს, მისი აქტიური და ბედნიერი ცხოვრება დასრულდა: გადატანილი ინსულტის მერე, მარცხენა მხარე პარალიზებული აქვს. ეს ძალიან მძიმეა,როცა მარტოხელა ადამიანი უძრავი ხდება.

როდესაც „სოციალური პარტნიორობის“ წარმომადგენლებმა ქალბატონი ზაირა გაიცნეს, ძალიან გაკვირვებულები დარჩნენ: მის ოთახში ყველაფერი თოკებით იყო ერმანეთთან დაკავშირებული. ერთი თოკი კარებზეა გამობმული, მეორე ფანჯარაზე, მესამე მაცივრის სახელურზე... ეს „დისტანციური მართვის მოწყობილობა“ - როგორც თავად ზაირა უწოდებს თავის გამოგონილ მექანიზმს, მას ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში ეხმარება. ამ მდგომარეობაშიც კი, იგი არ კარგავს სულის სიმტკიცეს და ცდილობს დამოუკიდებლად იცხოვროს. მაგრამ, როგორი ძლიერი და მხიარულიც არ უნდა ჩანდეს ქალბატონი ზაირა, მის თვალებში უსაზღვრო ტკივილი და დარდი ჩანს. მას არავინ ეხმარება. არ უღებს ფანჯარას, როცა ცხელა, ვერავინ მიაწვდის წყალს - როცა სწყურია. უბრალოდ ხმის გამცემიც არავინ ჰყავს...

როდესაც „სოციალური პარტნიორობის“ თანამშრომლები მასთან მიდიან და მიაქვთ მედიკამენტები და სკვები პროდუქტები, ზაირა ცრემლებს ვერ იკავებს. ის ბედნიერია, რომ ვიღაცას ახსოვს და სჭირდება. თვითონ ძალიან უჭირს, ზოგჯერ საკვები არ აქვს, მაგრამ, როდესაც საკვებ ულუფას ღებულობს ფონდის თანამშრომლებს სთხოვს, რომ ვინმე მასზე გაჭირვებულს დაეხმარნონ ან მისი კუთვნილი ულუფა მრავალშვილიან ოჯახებს მიუტანონ. სულ სხვაზე ფიქრობს და უნდა, ყველას თავისი სითბო და სიყვარული გაუნაწილოს. მაგრამ სითბო თავადაც სჭირდება. მის ოთახში ძალიან ცივა, გაზი არ არის, შეშის ფეჩის გამოყენება მას ფიზიკურად არ შეუძლია. ზოგჯერ შემოსასვლელ კარს აღებს, რომ საერთო საცხოვრებლის დერეფნიდან მის ოთახში სითბო შევიდეს.

გათბობა მხოლოდ ელექტროქურით არის შესაძლებელი. თუ სახლში გეგულებათ ისეთი გამათბობელი, რომლითაც არ სარგებლობთ, შეგიძლიათ მოიტანოთ ჩვენს ოფისში. თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია ფინანსური დახმარების აღმოჩენა, თანხა ჩარიცხეთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: ზაირა გაბაძე)ან პირდაპირ ფონდის ვებგვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/110/. ერთად ვაკეთოთ სიკეთე!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100