სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაიკლ ჯეკსონისადმი მიძღვნილი გენიალური ფლეშ-მობი ფილიპინების ციხეში (ვიდეო)

მოქმედების დრო: 2010 წლის 25 ივნისი.

მოქმედების ადგილი: ფილიპინები, განსაკუთრებული რეჟიმის სასჯელაღსრულებითი დაწესებულება.

მასალას თანდართულმა ვიდეომ თავიდანვე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია - ზოგმა ჩათვალა, რომ კლიპში მართლაც პატიმრები ცეკვავდნენ, ზოგმა მიიჩნია, რომ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა ციხე შოუს დასადგმელად დაიქირავეს...

რა თქმა უნდა, ისინი დაობდნენ, ვინც საქმის კურსში არ გახლდათ, რომ 25 ივნისს მაიკლ ჯექსონის ხსოვნის პატივსაცემად და ამავე დროს, ეგიდით „განკურნე სამყარო“ ტრევის პეინის (მაიკლ ჯექსონის ქორეოგრაფი) იდეით მთელ მსოფლიოში ფლეშ-მობი ჩატარდა. მოწოდება თავდაპირველად სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდა და ფლეშ-მობში ჩართული აღმოჩნდა მთელი მსოფლიო და მათ შორის იყო ფილიპინების მსოფლიოში განთქმული, განსაკუთრებული რეჟიმის ციხეც. და ამ კლიპშიც, სწორედ რომ პატიმრები ცეკვავენ.

ყველასთვის, ვისაც სურვილი ჰქონდა, შეერთებოდა ფლეშ-მობს, ტრევის პეინმა სპეციალური, სასწავლო ვიდეოკლიპი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო, საგანგებო მოძრაობები შეესწავლა.

ფლეშ-მობი, მართლაც დიდი წარმატებით ჩატარდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ქალაქში, მათ შორის, ბალტიისპირეთის რამდენიმე ქალაქში. რაც შეეხება ფილიპინელ მსჯავრდებულებს, ფლეშ-მობის დღეს მათ ეცვათ მაისურები, რომელზეც გამოსახული იყო არა ფილიპინების ლიდერი (საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ), არამედ პირველი პაცეფისტი და უდიდესი მოაზროვნე - მარტინ ლუთერ კინგი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100