10 გარდაცვლილი და 390 ინფიცირებული - 5 მარტის სტატისტიკა კორონავირუსზე საქართველოში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 022 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 350 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 672 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 390 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 262-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.77 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.62 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.31%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 172 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 266 253-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 563 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 390 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 33, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 420, საიდანაც: 1 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 673, აჭარაში – 160, იმერეთში – 230. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 264 პირი, მათ შორის, თბილისში – 104, აჭარაში – 28, იმერეთში – 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში – 54, აჭარაში- 2, იმერეთში – 10. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 103 – თბილისში, 35 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 887 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 300 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 162, ხოლო აჭარაში – 19.
სულ 6 ოქტომბრიდან – 4 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 483 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 781 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 546 პირი, აჭარაში – 449, იმერეთში – 691.
კომენტარი