სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დათო ტურაშვილი: თავისუფალი ადამიანის შექმნა „თავისუფლების ქარხნის“ გენიალური ფუნქცია იქნება

იციივო მა თავიის ქარხისეისა და პლატფორმის ეზ გამართა, სადაც ორგანიზატორებმა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თავისუფლების იდეის „დისტრიბუცია“ წლის ბოლომდე დაიწყება. ერთი სიტყვით, სივრცე, რომელიც თბისში, ვიის ქარხა #1-ის იტორიზე, პეტრიაშვილის #1-ში შეება, ეს იქნება სრალ ანსხვავე ვაციური, კუურულატფრმალ ღმჩენეის, შოქ ანისის, ვლეის ყვარუ იროვნეისვი, ვლ, ისა რთობის მსურველვი.

თავისუფლების ქარხანაარის მათთვის, ვისთვისაც მთავარია თავისუფლება“ - ამის შესახებ მწერალმა, დათო ტურაშვილმა „თავისუფლების ქარხნისიდეისა და პლატფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული პლატფორმა, შეიქმნება შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი.

„თავისუფლების ქარხნის“ იდეა ძალიან მომწონს. სანდრო კაკულიას ეკუთვნის სახელწოდება „თავისუფლების ქარხანა“-მარტივად და გენიალურად მოხდა ამ სიტყვების მოძებნა. „თავისუფლების ქარხანა“, როგორც ყველა ქარხანა დედამიწაზე უნდა ქმნიდეს პროდუქციას, რაღაცას უნდა აწარმოებდეს. ვფიქრობ, „თავისუფლების ქარხნის“ გენიალური ფუნქცია იქნება თავისუფალი ადამიანის შექმნა. ეს იქნება ღია საზოგადოება, აბსოლუტურად თავისუფალი. თავისთავად ეს სიტყვა „თავისუფლების ქარხანა“ გვაიძულებს ამ პრინციპით იარსებოს ამ სივრცემ. დავით სარაჯიშვილი უდიდესი მეცანატი იყო. ყველა ვინც მე-19 საუკუნეში განათლება მიიღო და მე-20 საუკუნის საქართველოს შექმნა, მათი დიდი ნაწილი დავითის დაფინანსებულია. ერთადერთი, ვისაც არ აფინანსებდა ეს ვანო სარაჯიშვილი იყო. მხოლოდ იმიტომ არ აფინანსებდა რომ გვარად სარაჯიშვილი იყო. არ უნდოდა ვინმეს, ნეპოტიზმზე ეფიქრა. დავითის სახელს უკავშირდება სახლი, რომელიც მაჩაბელზეა. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ იქ მწერალთა კავშირი იყო 70 წელი, უფრო ადრეც 1917 წელს შეიქმნა მწერალთა კავშირი, თუმცა ფუნქციურად შემდეგ გახდა საბჭოური სტრუქტურა. სინამდვილეში, დავით სარაჯიშვილის ოცნება იყო არამარტო მწერლებისთვის, არამედ ყველა ხელოვანისთვის შექმნილიყო სივრცე. იქ უკვე არსებობს მწერალთა სახლის ტრადიცია. ის ადგილი დაკავშირებულია ლიტერატურასთან, მწერლებთან, პოეტებთან, ამიტომ „თავისუფლების ქარხნის“ შექმნის იდეა მართლა ძალიან კარგია. ეს იქნება ის სივრცე, სადაც არამხოლოდ მწერლები და პოეტები ივლიან, არამედ ივლის ყველა, ვისთვისაც მთავარი არის თავისუფლება. ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი, ნებისმიერი ხელოვანი ივლის აქ!,“ -ამბობს დათო ტურაშვილი.

მწერალმა, პრეზენტაციაზე საქართველოს ისტორიის არაერთი ფრაგმენტი გაიხსენა და თავისუფლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც დათო ტურაშვილი ამბობს „თავისუფლება არ არსებობს იქ სადაც არ არის სამართალი“

„სამწუხაროდ, ისე მოხდა რომ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ჩვენ ვერ შევქმენით ისეთი თავისუფალი საზოგადოება, რომელიც განაპირობებს თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას.“,-ამბობს ტურაშვილი. მისივე, თქმით, მიუხედავ იმისა რომ ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაიბრუნა გაცილებით რთული აღმოჩნდა თავისუფლების დაბრუნება: „დამოუკიდებლობა კი დავიბრუნეთ მაგრამ, გაცილებით რთული აღმოჩნდა თავისუფლება. თავისუფლება არ არსებობს იქ სადაც არ არის სამართალი. სანამ ჩვენ არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, სასამარლო ვერ იქნება სამართლიანი. ეს არის გამორიცხული”.

„თავისუფლების ქარხანაში“ იქნება სალექციო სივრცეც , სადაც ადამიანი, რომელიც მოვა წავიდეს იმაზე თავისუფალი ვიდრეს ის იყო: “რა თქმა უნდა, ყველა განათლებული ადამიანი არ არის თავისუფალი. განათლება არის მთავარი რომ იმაზე მეტად თავისუფლები ვიყოთ ვიდრე ვართ”.

„თავისუფლების ქარხანა“ ხელს შეუწყო თავისუფალი საზოგადოების შექმნას, რომლისთვისაც ცალსახად მნიშვნელოვანი იქნება 3 მთავარი პირნციპი: სასამართლო დამოუკიდებულება, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები და რა საკვირველია საკუთრების ტრადიციის შექმნა.

სამწუხაროდ, ჩვენ იმდენი საუკუნე არ ვიყავით თავისუფლები, იმდენ ხანს ვიყავით დაპყრობილი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მთავარი ფუნდამენტი დაგვისხლტებოდა და თავიდან ვიწყებდით ხოლმე. მინდა ჩვენი „თავისუფლების ქარხანა“ იყოს ყველაზე დიდი წყარო თავისუფალი საზოგადოების შესაქმნელად, რომელიც არ დაუშვებს იმას, რაც რამდენჯერმე განმეორდა. ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ბედი სხვებს მივანდეთ, ჩავთვალეთ რომ ისინი მიხედავენ. ეს კი ასე არ აღმოჩნდა...“ - განაცხადა დათო ტურაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100