„ნუ დავიზარებთ, 28 ნოემბერს მივიდეთ არჩევნებზე და ავირჩიოთ: სალომე ზურაბიშვილი თუ გიორგი ანწუხელიძე, ივანიშვილი თუ საქართველო“
„ნუ დავიზარებთ, 28 ნოემბერს გამოვნახოთ 20 წუთი, მივიდეთ არჩევნებზე, წავიყვანოთ ჩვენი ახლობლებიც და ავირჩიოთ: ფარცხალაძე თუ კანონი, ივანიშვილი თუ საქართველო, სალომე ზურაბიშვილი თუ გიორგი ანწუხელიძე“, - ამის შესახებ „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.
„- იმიტომ რომ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დაიბრუნონ რწმენა და მიიღონ ღირსეული ანაზღაურება.
- იმიტომ რომ რეალური გახდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოზიტიური ცვლილებები.
- იმიტომ რომ პენსიონერებმა აიღონ გაზრდილი პენსია, უზრუნველყონ ღირსეული სიბერე.
- პედაგოგებმა გამოიმუშაონ მეტი შემოსავალი,
- სოციალურად დაუცველებმა დაამარცხონ სიღატაკე,
- ომის ვეტერანებს ჰქონდეთ მკურნალობის, რეაბილიტაციის შესაძლებლობა და ნორმალური ანაზღაურება.
- უმუშევრებმა დაინახონ დასაქმების პერსპექტივა.
- პოლიციელებმა აღიდგინონ რწმენა და მაქსიმალური ყურადღება სახელმწიფოსა და ხალხის მხრიდან.
- ლარის გაუფასურების გამო დაზარალებულმა მოქალაქეებმა ისარგებლონ მთელი რიგი შეღავათებით.
- გლეხებსა და ფერმერებს გაუჩნდეთ მეტი მოგება.
- უარი ვუთხრათ რევანშსს, კრიმინალს, კორუფციას.
- უარი ვუთხრათ რუსულ გუბერნიასა და კრემლის რუპორს.
- უარი ვუთხრათ გაზრდილ ბიუროკრატიას, პრემიებსა და დანამატებს.
- აღვადგინოთ სახელმწიფო ინსტიტუტები.
- განვაახლოთ აღმშენებლობა.
- მოვაწესრიგოთ ყველა ქალაქი და სოფელი.
- გავზარდოთ ტურიზმი.
- გამავყაროთ ეროვნული ვალუტა.
- გავაძლიეროთ ერთმანეთი და სახელმწიფო.
- დავიბრუნოთ აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები...
ნუ დავიზარებთ, 28 ნოემბერს გამოვნახოთ 20 წუთი, მივიდეთ არჩევნებზე, წავიყვანოთ ჩვენი ახლობლებიც და ავირჩიოთ:
- ფარცხალაძე თუ კანონი.
- ბესელია თუ განათლება.
- ვოლსკი თუ ევროპა.
- მირზა სუბელიანი თუ სინათლე.
- სესიაშვილების სასახლეები თუ ქვეყნის განვითარება.
- ივანიშვილი თუ საქართევლო.
- სალომე ზურაბიშვილი თუ გიორგი ანწუხელიძე“, - აღნიშნავს კაპანაძე.
კომენტარი