სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ის, რაც აქამდე არ იცოდით - რობინ უილიამსის უკანასკნელი დღეები თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე

ჰოლივუდის მსახიობმა რობინ უილიამსმა 2014 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ის თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და საკუთარ დეპრესიას ებრძოდა, საბოლოოდ კი ყველაფერი ფატალურად დასრულდა.

მსახიობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მისი გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ კიდევ აქტიურად განიხილავდნენ საზოგადოებაში. რობინს ყველა იცნობდა, როგორც განათლებულ იუმორისტს, რომელსაც პუბლიკის განწყობის დადებითად შეცვლა ყოველთვის შეეძლო.

ბიოგრაფმა დევიდ იცკოფმა რობინ უილიამსის შესახებ წიგნი დაწერა, სადაც აღწერილია მსახიობის უკანასკნელი დღეები:

„ის ჩემს ხელებში ქვითინებდა ყოველი დღის ბოლოს და ეს ნამდვილი ტრაგედია იყო. მის შველას ვერაფრით ვახერხებდი, რაც ფსიქოლოგიურად მანგრევდა, რობინი კი მუდამ ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა: „აღარ შემიძლია, ჩერი, მეტს ვეღარ გავუძლებ, უკვე აღარ ვიცი როგორ განვაგრძო არსებობა“ - ჰყვება ბიოგრაფთან ვიზაჟისტი ჩერი მინსი.

რობინი იმასაც განიცდიდა, რომ დასუსტებული იყო ამ დეპრესიით და ვერ ახერხებდა ძალების მოკრებას. ამ ყველაფერთან ერთად მსახიობს კუჭის პრობლემები დაეწყო, შეაწუხა უძილობამ, დაკარგა ყნოსვის შეგრძნება. ექიმებმა პარკინსონის დაავადადების დიაგნოზი დაუსვეს, რაც ხელს უშლიდა ტვინს აქტიურად მუშაობაში და ფსიქიკური აშლილობის მთავარი მიზეზი გახდა. მისი ქმედებები უკონტროლო გახდა, თუმცა შეეძლო იმის გააზრება, რომ ასე სიცოცხლის გაგრძელება ფიზიკურად აღარ შეეძლო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100