6 ხერხი, თუ როგორ უნდა ვაპატიოთ მას, ვინც გული გვატკინა
ის, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. ეს ფრაზა ყველაზე მეტად ურთიერთობებს შეესაბამება. როდესაც სიყვარულში იმედგაცრუება გვხვდება, ეს ძალიან მტკივნეული მომენტია, თუმცა უფრო მეტს ვსწავლობთ დაშვებულ შეცდომებზე. ხოლო თუ ჩვენ შევძლებთ და ვაპატიებთ საყვარელ მამაკაცს დაშვებულ შეცდომებს, ეს ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს და გააძლიერებს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც პატიებაში დაგვეხმარება:
შევეშვათ ამაზე საუბარს - რაც უფრო ხშირად ვუამბობთ დაქალებს იმის შესახებ, თუ როგორ გაგვაბრაზა საყვარელმა მამაკაცმა, მით უფრო ხშირად დატრიალდება ჩვენს გონებაში მომხდარი და უფრო მეტ უარყოფით ემოციას შევიძენთ. ეს ტკივილის დაძლევაში ვერ დაგვეხმარება.
დავძლოთ მრისხანება - როდესაც გულს გვტკენენ, გვამცირებენ, ჩვენ ყველანაირი უფლება გვაქვს ვიყოთ განრისხებულნი, სასოწარკვეთილნი, თუმცა ჩვენი „მეორე მე“ ვიქრობს იმაზე, თუ როგორ იძიოს შური. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამოვიღოთ ის მრისხანება ცრემლებით, ყვირილით თუ ნივთების დალეწვით, ამით ბრაზისგან დავიცლებით და მალე გადაგვივლის, ამის მერე უკვე მზად ვიქნებით პატიებისთვის.
მას ეს განზრახ არ ჩაუდენია - ხანდახან ისე ხდება, რომ ყველაზე ლმობიერ და ყურადღებიან მამაკაცსაც არ შეუძლია ნერვების შეკავება და რაიმე ისეთს გვეტყვის, რაც ძალიან გვატკენს გულს. სინამდვილეში ჩვენ არაფერ შუაში ვართ, მას უბრალოდ მძიმე დღე ჰქონდა სამსახურში, პრობლემებზე ეფირებოდა და განწყობა მაინც მოქმედებს ქცევებზე. ასე რომ, ეს კიდევ უფრო მეტი მიზეზია იმისა, რომ საყვარელ მამაკაცს ვაპატიოთ.
გავიაზროთ ჩვენი პასუხისმგებლობა - წყვილის ჩუბში ყოველთვის ორი მხარეა და თითოეულ მხარეს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს. იქნებ ამ ჩხუბში დამნაშავეები ჩვენ ვართ და გარკვეული პროვოცირებაც გავუკეთეთ მას? უბრალოდ იმდენად ცალი მხრიდან ვუყურებთ ამ ყველაფერს, რომ საკუთარ შეცდომებს არ ვუკვირდებით.
ჩამოვაყალიბოთ პრიორიტეტები - უნდა გადავწყვიტოთ, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი - დავსაჯოთ, შური ვიძიოთ თუ უბრალოდ ვაპატიოთ? ეს რომ გავიგოთ, პირველ რიგში უნდა შევაფასოთ ჩვენი ურთიერთობის ხარისხი, სიყვარული და ადამიანი, რომელიც გვერდით გვყავს.
დავაფასოთ მისი ძალისხმევა - ალბათ, მან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო - გვიყიდა ძვირფასი სამკაული, ან სუნამო და ყვავილები. შეიძლება მხოლოდ მესიჯით შემოიფარგლა და პატიება გვთხოვა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ფული დაგვახარჯა, რათა ჩვენი პატიება მოეპოვებინა, იმასაც არ აქვს მნიშნელობა, საერთოდ დახარჯა თუ არა ამისთვის ფული, მთავარი მონდომებაა და მისი სურვილი, რომ შეგვირიგდეს.
კომენტარი