სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადამ მიხნიკი თბილისში პროექტით “კინო და სოციალური ცვლილებები“ ჩამოდის

ცნობილი პოლონელი საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, ესეისტი და ისტორიკოსი ადამ მიხნიკი თბილისში ჩამოდის. მისი ვიზიტი უკავშირდება ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის პროექტს კინო და სოციალური ცვლილებები, რომლის პრეზენტაციაც თბილისში ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში შედგება.

2 დეკემბერს, 11 საათზე სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ (მის: რუსთაველისგამზირი N13) გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც ადამ მიხნიკი საზოგადოებას პროექტის „კინო და სოციალური ცვლილებები“ შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. პრესკონფერენციას ასევე დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანაჯანელიძე, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის დირექტორი პაველ პოტოროჩინი და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე. საღამოს 19:00 საათზე კი კინოთეატრ „რუსთაველში“ პროექტის პრეზენტაცია და ფილმის ისტორიის სასწაულიჩვენება მოეწყობა, რომელიც ევროკავშირში პოლონეთის გაწევრიანებას ეძღვნება.

,,კინო და სოციალური ცვლილებები“ საერთაშორისო კინოპროექტია, რომელიც აერთიანებს დოკუმენტურ და სრულმეტრაჟიან ფილმებს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური თემატიკის გარშემო. პროექტი ასევე მოიცავს დისკუსიებს, ლექციებს, დებატებს და მასტერკლასებს.

პროგრამის კურატორები არიან: პოლონეთში ყველაზე მაღალტირაჟიანი ყოველდღიური გაზეთის მთავარი რედაქტორი, ,,სოლიდარობის მოძრაობის“ წევრი- ადამ მიხნიკი და რიჩარდ პენია- კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და ნიუ იორკის კინოფესტივალის დირექტორი 1988-2012 წლებში.

„კინო და სოციალური ცვლილებები“ 27 ნოემბერს რიჩარდ პენიას მასტერკლასით გაიხსნა. პროგრამა 5 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რომელიც პოლონეთიდან, ისრაელიდან, ესპანეთიდან, აშშ-დან , საფრანგეთიდან და საქართველოდან 7 ფილმის ჩვენებას მოიცავს.

პროექტის ,,კინო და სოციალური ცვლილებებისრული პროგრამის ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ვებ გვერდბზე: www.tbilisifilmfestival.ge ; www.culture.pl


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100